გერმანიის ვიცე-ჩემპიონის „დორტმუნდის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის მადრიდის „რელში“ გადასვლის შესახებ. გარიგება „სამეფო კლუბს“ ბონუსების ჩათვლით 103 მილიონი ევრო დაუჯდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდა. ბუნდესლიგის დასრულებულ სეზონში 19 წლის ბელინგემმა დორტუნდის შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
მესი ბექემთან…
ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა და 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ოფიციალურად გახდება. ბოლო პერიოდში მისი ტრანსფერის შესახებ ბევრი იწერებოდა. საუბარი იყო საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ გადასვლაზე, სადაც მას ორწლიან კონტრაქტს და წელიწადში 600 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. აქტიურად განიხილავდნენ ლეოს „ბარსელონაში“ დაბრუნებასაც. თუმცა სატრანსფერო სპეკულაციებს სავარაუდოდ, წერტილი დაესვა – არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი MLS-ში გადაბარგდა და კარიერას...
ჯერ მეოცე, შემდეგ მეცხრამეტე
უცნაურია, მაგრამ ამ კვირის დასაწყისში ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, მეცხრამეტესი კი, 5 აგვისტოს ჩატარდება… სწორედ ამდენი ხნით გამოცხადდა შესვენება ელიგაში. „საბურთალოს“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ბათუმში დასრულდა, თუმცა სტუმარმა თბილისელებმა გადამწყვეტი გოლი ცოტა კურიოზულად გაუშვეს. 84-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ საჯარიმოს სიახლოვეს ცუდად მიუგორა ბურთი ექს-ბათუმელ მეკარე ლაზარე კუპატაძეს, ამით იქვე მყოფმა თორნიკე კაპანაძემ ისარგებლა,...
მზადება 10-დან, ამხანაგური 15-ში
15 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კვიპროსს ამხანაგურად უმასპინძლებს. მატჩის ჩატარების ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი. წინა კვირას, 21-წლამდელთა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე საბოლოო 23-კაციანი განაცხადის წარდგენამდე, გაფაროთებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 35 ფეხბურთელისგან შედგება. Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისიდან დაიწყებს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპს კი 21 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. Მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი...
ალ იტიჰადელი…
ქარიმ ბენზემა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ქვეყნის ჩემპიონმა „ალ იტიჰადმა“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – „ბენზემა ჩვენთანაა, კეთილი იყოს შენი მობრძანება „იტიჰადში“ – მოკლედ გამოეხმაურა ტრანსფერს არაბული კლუბი. ფრანგმა ბომბარდირმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ბენზემამ მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა. „სამეფო კლუბში“ გატარებული 14 სეზონის განმავლობაში მან 647 თამაშში 353 გოლი...
იტალიიდან მხოლოდ ქართველი
სტატისტიკისა და ანალიზის ცნობილმა ვებგვერდმა Whoscored-მა TOP 5 ჩემპიონატში მოთამაშეთაგან სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იტალის ჩემპიონატიდან საუკეთესო თერთმეტეულში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მოხვდა – „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრები თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია. Whoscored-ის მიერ 4-4-2 სქემით შედგენილი სეზონის გუნდი ასე გამოიყურება: მეკარე: ლედესმა (კადისი) მცველები: ტრიპიერი (ნიუკასლი), პავარი (ბაიერნი), ჟიროტო (ნანტი), გერეირო (დორტმუნდი) ნახევარმცველები: საკა...
ნაკრები ვარჯიშობს, დავითაშვილი იგვიანებს…
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას თბილისში, „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეუდგა. საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრას სანიოლის გუნდი სტუმრად, კვიპროსთან და შოტლანდიასთნ გამართავს. ნაკრები ჯერჯერობით არასრული შემადგენლობითაა. ამ ეტაპზე 15 ფეხბურთელი ვარჯიშობს, რამდენიმე კი ინდივიდუალური პროგრამით. პირველი სავარჯიშო დღის შემდეგ გუნდს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე სამი ფეხბურთელი შეუერთდა. სანდრო ალთუნაშვილმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა და ჯიმი...
მილანი თუ ნაპოლი? — ვისი სპორტული დირექტორი გახდება იგლი ტარე
ალბანელი იგლი ტარე „ლაციოს” სპორტული დირექტორი აღარ არის. როგორც ამბობენ, მას სამუშაოდ „ნაპოლი” და „მილანი” იწვევენ. ამის შესახებ თავის გვერდზე sportitalia-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაწერა. ტარემ „ლაციოში” 18 სეზონი გაატარა და სწორედ ახლა გათავისუფლდა დირექტორის ადგილი იტალიის მოქმედ და გასული სეზონის ჩემპიონ კლუბებში. „ნაპოლიდან” კრისტიანო ჯიუნტოლი მიდის, ხოლო „მილანმა” პაოლო მალდინი...
ნაპოლის კიდევ ერთი საფიქრალი
„ნაპოლის” მომავალი სეზონისთვის ცნობილ საკითხთა გარდა მეკარეების ამბავიც ექნება მოსაგვარებელი. მის განკარგულებაში ორი კარგი გოლკიპერია, ალექს მერეტი და პიერ ლუიჯი გოლინი. როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა კლუბთან? საჩემპიონო სეზონის დასრულების შემდეგ ორივემ თქვა, რომ ბედნიერია, რადგან სკუდეტო მოიგეს და „აძურის” რიგებში საუცხოო გამოცდილება შეიძინეს. ნეაპოლში მოპოვებული ჩემპიონობა თავისი უნიკალურობით შესაძლოა მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში მოპოვებულ ტიტულს...
ქომაგი ირჩევს მამარდაშვილს…
„ლა ლიგის“მთელი სეზონის მანძილზე 99.9 Plaza Radio მსმენელებში გამოკითხვას ატარებდა „ვალენსიას“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. წლევანდელი შედეგების შეჯამების შემდეგ რადიომსმენელებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს, მას საპატიო სიგელი და სპეციალური პრიზი გადაეცა. 99.9 Plaza Radio „ვალენსიას“ სეზონის საუკეთესო მოთამაშეს თავის მსმენელებში მესამე სეზონია რაც ავლენს. წინა სეზონების (2020/21 და...









