ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა და 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ოფიციალურად გახდება. ბოლო პერიოდში მისი ტრანსფერის შესახებ ბევრი იწერებოდა. საუბარი იყო საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ გადასვლაზე, სადაც მას ორწლიან კონტრაქტს და წელიწადში 600 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. აქტიურად განიხილავდნენ ლეოს „ბარსელონაში“ დაბრუნებასაც.
თუმცა სატრანსფერო სპეკულაციებს სავარაუდოდ, წერტილი დაესვა – არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი MLS-ში გადაბარგდა და კარიერას დევიდ ბექემის „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დროში გამოცხადდება.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
