თვე: ივნისი 2023

Home 2023 ივნისი
ბაიერნი ბაზარში…
ჩანაწერი

ბაიერნი ბაზარში…

მიუნხენის „ბაიერნმა“ ახალი სეზონისთვის პირველი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – მომავალ სეზონში გუნდის ღირსებას კონრად ლაიმერი დაიცავს. 26 წლის ავსტრიელი ნახევარმცველი მიუნხენელებს „ლაიფციგიდან“ უფასოდ შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ლაიმერმა კარიერა ავსტრიაში, „ლიფერინგში“ დაიწყო, საიდანაც „ზალცბურგში“ გადავიდა, ხოლო 2017 წლიდან „ლაიფციგის“ ფეხბურთელი გახდა, რომლის რიგებში 190 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. ლაიმერმა 26-ჯერ მოირგო...

დარჩა ჟორჟი…
ჩანაწერი

დარჩა ჟორჟი…

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე 24 ფეხბურთელით ვარჯოშობს. დღეს გუნდს შეუერთდნენ გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. ჩამოსასვლელი მხოლოდ „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე დარჩა, რომეოც ეროვნულ გინდს11 ივნისიდან შეუერთება. გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „დიდი დრო გვაქვს ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად. ვინც ადრე დავასრულებთ საკლუბო სეზონი, შედარებით ადრე დავიწყეთ მზადება....

გამჭრიახი კვარა, ბომბარდირი ოსიმენი, ბურჯი ლობოტკა და მეთაური სპალეტი
ჩანაწერი

გამჭრიახი კვარა, ბომბარდირი ოსიმენი, ბურჯი ლობოტკა და მეთაური სპალეტი

ნეაპოლურმა პორტალმა calcionapoli1926-მა ისტორიული სეზონის დასრულების შემდეგ, „აძურის” ტრიუმფატორი ფეხბურთელების შეფასება გადაწყვიტა. ქვემოთ გთავაზობთ საიტის ნიშნებსა და შეფასებებს. ალექს მერეტი — 8 სეზონის წინ თითქოს მიდიოდა გუნდიდან, მაგრამ დარჩა და ნიჭი, რომელსაც კოლუმბიელ დავიდ ოსპინასთან კონკურენციაში ბოლომდე ვერ ამჟღავნებდა, სრულად გამოამჟღავნა. პიერლუიჯი გოლინი — 6.5 დაამტკიცა, რომ ჩინებული სათადარიგოა. მომდევნო სეზონში მერეტს სავარაუდოდ დიდ კონკურენციას...

სპალეტიმ ნეაპოლი დატოვა
ჩანაწერი

სპალეტიმ ნეაპოლი დატოვა

გუშინ ლუჩანო სპალეტი მშობლიურ ტოსკანაში დაბრუნდა. ასე დასრულდა ჩერტალდოელი მწვრთნელის ზღაპრული თავგადასავალი ნეაპოლში. მისი ხელმძღვანელობით „აძურიმ” მარადონას დროინედლის ტრიუმფიდან 33 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო მოიგო. ეს ნეაპოლელთა ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონის მესამე ტიტული გახლდათ. სპალეტიმ საქმეში გული ჩადო. მან უდიდესი პროფესიონალიზმი, მოთმინება და თავმდაბლობა გამოამჟღავნა. გასულ სეზონში მისტერმა გადაწყვიტა სასტუმრო „ბრიტანიკში” კლუბის დაქირავებული მდიდრული ნომერი დაეტოვებინა...

დე ლაურენტისმა ახალ კანდიდატთან ისადილა
ჩანაწერი

დე ლაურენტისმა ახალ კანდიდატთან ისადილა

წუხელ ნეაპოლს ახალი ამბავი მოედო. გავლენიანი იტალიური გაზეთის „ლა რეპუბლიკას” ცნობით „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა სადილად „ალ ნასრის” ყოფილი მწვრთნელი, 59 წლის ფრანგი რუდი გარსია  დაპატიჟა. „ალ ნასრი” საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადის კლუბია. რამდენადაც ცნობილია, სადილი რომში, იტალიის პრეზიდენტის რეზიდენციის, კუირინალეს სასახლის სიახლოვეს გაიმართა. თავად დე ლაურენტისი იქვე ცხოვრობს. „ლა რეპუბლიკა” წერს, რომ...

ლუკა მიუნხენის გზაზე…
ჩანაწერი

ლუკა მიუნხენის გზაზე…

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე მალე მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდება. მან „რეკორდმაისტერთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი 2022 წლის 17 აგვისტოს გააფორმა. თუმცა იმ დროისთვის, როგორც არასრულწლოვანსა და არაევროკავშირელს, გერმანიაში თამაშის უფლება არ ჰქონდა და საქართველოში დაბრუნდა. თბილისის „დინამოდან“ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო იჯარით „გაგრაში“ გადავიდა, სადაც მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი მცირე ტრავმა მიიღო. 18 წლის...

შოთა აჩისთან…
ჩანაწერი

შოთა აჩისთან…

ავტორიტეტული თურქული გამოცემა „ფანატიკის“ ინფორმაციით, შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება და  „ქარაგუმრუკს“ გაწვრთნის. ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა, სეზონის ბოლოს კი იქ საბა ლობჟანიძე თამაშობდა. გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი პოზიტიური იყო. გამოცდილ სპეციალისტი, რომელიც 2022 წლის სექტემბრის შემდეგ უმუშევარი იყო, თურქეთის სუპერლიგის გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია. „გასულ სეზონში „ქარაგუმრუკს“ იტალიელი ლეგენდა ანდრეა პირლო წვრთნიდა....

… ექვსი დარჩა ჩამოსასვლელი
ჩანაწერი

… ექვსი დარჩა ჩამოსასვლელი

საქართველოს ნაკრები კვირპოსსა და შოტლანდიაში ევრო 2024 შესარჩევი მატჩებისთვის ჯერჯერობით 19 ფეხბურთელით ემზადება. გუნდს დღეიდან ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი შეურთდნენ. ამ ეტაპზე რამდენიმე მოთამაშე ინიდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. უახლოეს ორ დღეში ნაკრებს შემადგენლობაში დასახელებული კიდევ ექვსი ფეხბურთელი შეუერთდება. გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე. ვილი სანიოლის გუნდი სრული...

იუვე ვესტ ჰემს ულოცავს
ჩანაწერი

იუვე ვესტ ჰემს ულოცავს

„ფიორენტინამ” კონფერენციის ლიგა ვერ მოიგო — ფინალში „ვესტ ჰემმა” 2:1 აჯობა. მომდევნო სეზონში სერია A-დან ამ შეჯიბრებაში „იუვენტუსი” მიიღებს მონაწილეობას. ტურინელებმა ახლახან დამთავრებულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი მოიპოვეს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსურ დარღვევათა გამო 10 ქულა დააკლეს. სასჯელი რომ არა, „ბებერ ქალბატონს” მესამე ადგილზე გასული „ინტერის” ტოლად 72 ქულა ექნებოდა. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოვყევით,...

ვესტ ჰემის ტრიუმფი — ინგლისი რვა გუნდით
ჩანაწერი

ვესტ ჰემის ტრიუმფი — ინგლისი რვა გუნდით

პრაღის „ფორტუნა არენაზე”, კონფერენციის ლიგის ფინალში, „ვესტ ჰემმა” „ფიორენტინას” 2:1 მოუგო. სერია A-ს მიმდინარე სეზონში სამივე ევროთასის ფინალში ჰყავდა წარმომადგენელი, მაგრამ ორი ჯილდო უკვე დაკარგა: ევროლიგის ფინალში „რომა” პენალტებით დამარცხდა „სევილიასთან”, ხოლო ფლორენციელებმა 90-ე წუთზე გაუშვეს საბედისწერო გოლი. ლონდონელთა გამარჯვების დარტყმა ჯეროდ ბოუენმა შეასრულა. ამ შეხვედრაში, VAR-ს მიერ დანიშნული პენალტით ანგარიში მოჰამედ საიდ ბენრამამ 62-ე...