თვე: ივნისი 2023

Home 2023 ივნისი
შეივსო
ჩანაწერი

შეივსო

საქართველოს ეროვნული გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდს გიორგი მიქაუტაძეც შეუერთდა და 11 ივნისს, ნაკრებმა „დინამოს“ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები დედაქალაქში 15 ივნისამდე დარჩება, 15-ში ლარნაკაში გაემგზავრება და მზადებას კვიპროსში განაგრძობს. კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებისთვის ვილი სანიოლის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. ოთარ კიტეიშვილი „გუნდში ძალიან კარგი გარემოა,...

დიადი !
ჩანაწერი

დიადი !

ნოვაკ ჯოკოვიჩი „როლანდ გაროსის“ გამრჯვებულია! სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ნორვეგიელი კასპერ რუდი სამ სეტში დაამარცხა და „დიდი მუზარადის“ ტურნირი 23-ედ მოიგო. ნოლე გახდა ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი კაცთა შორის და დაეწია ვინუს უილიამსს, ვინაც ქალთა შორის არის რეკორდსმენი. ფინალური შეხვედრა 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ბრძოლა სამივე სეტში იყო. ნოლემ პირველი ტაიბრეიკზე მოიგო (7:6), ხოლო მომდევნო...

ხვიჩა – ამბავი
ჩანაწერი

ხვიჩა – ამბავი

კიდევ ერთი მაგარი ამბავი ჩვენი ვარსკვლავბიჭუნას შესახებ: უეფამ ხვიჩა კვარაცხლია ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა. „ნაპოლის“ ჩვენიანმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გატანილ 2 გოლს 4 საგოლე პასი მიამატა, მათ შორის გერმანულ „აინტრახტთან“ ერთი ისეთი ქუსლური, რაზეც კიდევ კარგა ხანს ილაპარაკებენ. შეგახსენებთ, კვარა და „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში, „მილანთან“ შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობნენ....

ფინალში ვქომაგობთ ლა როშელს
ჩანაწერი

ფინალში ვქომაგობთ ლა როშელს

ტოპ 14-ის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩებში მაინცდამაინც დიდი ბრძოლა არ ყოფილა. ფავორიტად მიჩნეულმა მასპინძლებმა დიდი უპირატესობა ანგარიშში გარდასახეს და ფინალშიც გავიდნენ. მოსალოდნელიც იყო – „ტულუზმა“ და „ლა როშელმა“ რეგულარული სეზონი დიდი უპირატესობით პირველ-მეორე ადგილებზე დაასრულეს და ფინალშიც მათი ხილვის პროგნოზირება რთული არ ყოფილა. ტულუზაში ჩასულ „რასინგ-92“-ს უბრალდ არაფრის შანსი ჰქონია. გურამ გოგიჩაშვილი პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო...

კაცი მილიონ დოლარად
ჩანაწერი

კაცი მილიონ დოლარად

„ნაპოლის” მწვრთნელობის ახალი კანდიდატი პაულო სოუზაა. როგორც ნეაპოლური საიტები წერენ, დიდი შანსია „პარტენოპეელებს” „სალერნიტანას” თავკაცი ჩაუდგეს სათავეში. ეს ინფორმაცია „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. როგორც ცნობილია, „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პირადად მუშაობს ლუჩანო სპალეტის შემცვლელის პოვნაზე. ის პირადად შეხვედრია 52 წლის პორტუგალიელს, რომლისთვისაც თავისი პირობები და მოთხვნები გაუცნია, ახლა კი პასუხს ელის....

მატჩის გმირი ბილწსიტყვაობდა
ჩანაწერი

მატჩის გმირი ბილწსიტყვაობდა

„მანჩესტერ სიტის” გმირმა როდრიმ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს” გოლი გაუტანა (შეხვედრა დასრულდა 1:0) მატჩის შემდეგ ტელეკამერების წინ ორჯერ შეიგინა. ესპანელი ნახევარმცველი, რომლის სრული სახელია როდრიგო ერნანდეს კასკანტე მიუხედავად იმისა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თავისი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. 26 წლის მადრიდელმა თანაგუნდელები შეაქო. მან BT Sport-ის კამერების წინ თქვა: „ყველამ წარმოუდგენლად მოინდომა. მე პირველ...

სიტის ტრებლი
ჩანაწერი

სიტის ტრებლი

„მანჩესტერ სიტიმ” ისტორია დაწერა — ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი” დაამარცხა 1:0 და ეგრეთწოდებული ტრებლი შეასრულა. 24 წლის განმავლობაში „ქალაქელების” მთავარი მოქიშპე, „მანჩესტერ იუნაიტედი” გახლდათ ინგლისის ერთადერთი გუნდი, რომელიც ერთ სეზონში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, ფეხბურთის ასოციაციის თასიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის დიდყურა თასიც აღმართა. ახლა, ეს მიღწევა ქალაქ მანჩესტერის ორივე ნაწილს ეკუთვნის — როგორც წითელს, ასევე...

ჯოკოვიჩი რეკორდს უმიზნებს
ჩანაწერი

ჯოკოვიჩი რეკორდს უმიზნებს

ნოვაკ ჯოკოვიჩმა „როლან გაროსის“ ნახევარფინალში კარლოს ალკარასი ოთხ სეტში, 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა და 34-ედ გავიდა დიდი მუზარადის ფინალში. ეს რეკორდია! მატჩი ორ ნაწილად უნდა დავყოთ – ალკარასის ტრავმამდე და ტრავმის შემდეგ: ორი სეტი თანაბარი იყო. პირველი სერბმა ჩოგბურთელმა ერთი ბრეიკის ხარჯზე მოიგო. ჯოკოვიჩმა ბრეიკი მეორე სეტშიც გაახერხა, მაგრამ თავად ორი გასცა და სეტებში...

დენვერი პირველს უმიზნებს
ჩანაწერი

დენვერი პირველს უმიზნებს

NBA-ს სუპერფინალში „დენვერ ნაგითსი“ პირველად გავიდა და ნანატრ ჩემპიონობას ერთი მოგება აშორებს. კოლორადოელებმა „მაიამის“ სტუმრად მეორე მატჩშიც აჯობეს და ფინალურ სერიაში უკვე 3:1-ს იგებს. მაიამელებმა მხოლოდ ნახევარი ტაიმი გაუძლეს მეტოქეს, მესამე მეოთხედიდან უპირატესობა სტუმრების მხარეს გადავიდა, მეტოქეს 13 ქულით გაექცნენ და მატჩის ბოლოსაც ასეთი სხვაობა დააფიქსირეს – 108:95. სტუმრებს 27 ქულით აარონ გორდონმა ულიდერა, ნიკოლა...

ზამბო ანგისა: ეს იყო სრული სიგიჟე
ჩანაწერი

ზამბო ანგისა: ეს იყო სრული სიგიჟე

ესპანურმა „მარკამ” ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” კამერუნელ ვარსკვლავ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას. თავისი ქვეყნის დედაქალაქ იაუნდეში დაბადებული 27 წლის ნახევარმცველი ლუჩანო სპალეტის გუნდში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო. — როგორი იყო გასული ჩემპიონატი პირადად თქვენთვის?  — ბედნიერი, თუმცა ფანების და კლუბის სიხარულს რომ ვუყურებ ეს უფრო მაბედნიერებს. ისინი ამ წარმატებას იმსახურებდნენ. ჩემპიონობასთან წინა სეზონშიც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ...