15 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ. გაირკვა მატჩის ჩატარების ადგილი და დაწყების დრო. ფეხბურთის ფედეეაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კვიპროსის ნაკრებს „მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევრო 2023-ის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, „დინამო არენაზე“, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. 21 ივნისი, საქართველო – პორტუგალია...
მბაპეს ასეთ ღალატს არ ვაპატიებდი
ესპანელმა ჟურნალისტმა, ალბერტ ორტეგამ, პსჟ-ის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის წინააღმდეგ გაილაშქრა. „მბაპეს შეეძლო „რეალთან“ იმ დროს მოეწერა ხელი კონტრაქტისთვის, როდესაც კლუბმა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მთელი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მის ფერხთით იქნებოდა და ტაშს დაუკრავდა, ბენზემა ხელებგაშლილი მიესალმებოდა, ფლორენტინოც იგივეს გააკეთებდა. მაგრამ მან უბრალოდ დასცინა ყველას. ასეთ ღალატს არ ვაპატიებდი. მბაპეს უარი ვინისიუსს დაეხმარა....
ლადო კილასონიას 30 რჩეული
მოგეხსენებათ, 24 ივნისს სამხრეთ აფრიკაში ესოდენ ნანატრი ტურნირი დაიწყება: სამწლიანი პაუზის შემდეგ სტარტს აიღებს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2020-2022 წლებში კოვიდ პანდემიის გამო არ გამართულა. ცხადია, ტურნირში ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას – უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ პლანეტის 12 უძლიერეს ახალგაზრდულ ნაკრებს შორის. ჩემპიონატისთვის გასახურებელ მატჩებში ლადო კილასონიას ბიჭებმა ორი მარცხი განიცადეს და...
დენვერ პირველი
NBA-ს ახალი შეფი ჰყავს – „დენვერ ნაგითსმა“ სუპერფინალში „მაიამი ჰითს“ 4:1 მოუგო და ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდა. კოლორადოელებმა გადამწყვეტ მატჩში მეტოქე საკუთარ მოედანზე 94:89 დაამარცხეს. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ „მაიამი“ იგებდა და შანსს იტოვებდა მომდევნო თამაშისთვის ფლორიდაში ემასპინძლა და სერია გაეთანაბრებინა. თუმცა, ნიკოლა იოკიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა დასკვნითი ნაწილი უკეთ ჩაატარეს და ჩემპიონობა ხელიდან აღარ...
იტალიურ პრესაში გაჟონა: ოსიმენს გალტიეზე უთქვამს…
ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის” ხელმძღვანელობას კრისტოფ გალტიეს მწვრთნელად დანიშვნა არ ურჩია. ეს ინფორმაცია იტალიურმა პორტალმა Foot Mercato-მ გაავრცელა. ცხადია, ლაპარაკია კულუარულ ამბავზე, თორემ ნიგერიელს ფრანგის წინააღმდეგ საჯაროდ არსად არაფერი უთქვამს. მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. მას მერე, რაც გუნდი ლუჩანო სპალეტიმ დატოვა, მედიაში ათასი გვარი ტრიალებს. „აძურის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ახალ...
კვარა ფრანს ფუტბოლის ათეულში შევა
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში” გადასვლისთანავე ვარსკვლავი გახდა. მან როგორც სერია A-ში ასევე ჩემპიონთა ლიგაში ისეთი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა, რომ „ოქროს ბურთის” კანდიდატთა სიაში შეიყვანეს. გარდა ამისა, კვარამ „პარტენოპეელი” გულშემატკივრების გული მოიგო და ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითად იქცა. spazionapoli.it წერს, რომ ევროპას კვარამანია მოედო და ის, რომ „ფრანს ფუტბოლმა” ქართველი გარემარბი „ოქროს ბურთის” კანდიდატთა შორის ჩაწერა ამის ნათელი...
ბერლუსკონი გარდაიცვალა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საფეხბურთო კლუბ „მონცას“ და „მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი იტალიელი ბიზნესმენის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის სიცოცხლე დღეს, 2023 წლის 12 ივნისს დასრულდა. წლეულს აპრილში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბერლუსკონი ლეიკემიით იყო დაავადებული. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებისა და სუნთქვის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის...
ევრომზადება დაიწყო…
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში დაიწყო. 21-წლამდელებმა 25-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშეს. სამნი – გიორგი კვერნაძე („ბათუმი“), გიორგი ლომთაძე („გაგრა“) და ლუკა ხორხელი („სამგურალი“) გუნდთან ერთად არ არიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში იქ გაჩნდებიან. 15 ივნისს, ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსს უმასპინძლებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის...
რატომ მიულოცა ჯულია რობერტსმა პეპ გვარდიოლას?
ჯულია რობერტსი ჰოლივუდის პირველი ქალი ვარსკვლავია, რომლის სახელიც ტიტრებში ფილმის სახელწოდებამდე დაწერეს: „ჯული რობერტსი ფილმში…” მაგრამ ამჯერად ის სულ სხვა მიზეზით უნდა ვახსენოთ. რობერტსმა „მანჩესტერ სიტისა” და პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა. რა კავშირშია მსოფლიო კინოს ლეგენდა კატალონიელ მწვრთნელთან? ეს ღიმილისმომგვრელი ისტორიაა: 2016 წელს როდესაც ჯულია რობერტსი მანჩესტერში ჩავიდა, ის „ეტიჰედზე” კი არ მივიდა,...
ამ კვირაში გალტიე გამოჩნდება
დღე არ გავა იტალიურ მედიაში „ნაპოლის” მომავალი მწვრთნელის ძიების შესახებ რამე ახალი რომ არ დაწერონ ან თუნდაც ძველი არ გაიმეორონ. ასახელებენ სხვადასხვა კანდიდატებს, თუმცა მეტწილად ერთსა და იმავე ხალხს უტრიალებენ. ბოლოს ითქვა, რომ კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის სიას ახალი კანდიდატი პაულო სოუზა შეემატა. ისიც ითქვა, თითქოს პორტუგალიელის დადებითი პასუხის შემთხვევაში ლუჩანო სპალეტის შემცვლელის ძებნას...









