თვე: ივნისი 2023

Home 2023 ივნისი
ბარახა და ვალენსია გრძელდება…
ჩანაწერი

ბარახა და ვალენსია გრძელდება…

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ, გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა – წერს კლუბის ოფიციალური საიტი. 47 წლის ესპანელთან ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. სპეციალისტი ვალენსიას 2023 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს. ბარახა ფეხბურთელობისას 2000-2010 წლებში, „ვალენსიაში“ თამაშობდა. ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ერთხელაც უეფას თასს დაეუფლა.

მოგება განწყობისთვის…
ჩანაწერი

მოგება განწყობისთვის…

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური მატჩში კვიპროსი 2:0 დაამარცხა. ქართველები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში სწრაფად გახსნეს – გიორგი გულიაშვილისა და გიორგი მოისწრაფიშვილის წამოწყებული შეტევა გიორგი წიტაიშვილმა შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით დაასრულა 1:0. მეორე ტაიმში საბა ხვადაგიანია ზუსტად დაარტყმით ქართველების უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოოს რამაზ სვანაძის გუნდმა 2:0...

სვანაძის 23 რჩეული…
ჩანაწერი

სვანაძის 23 რჩეული…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, „დინამო არენაზე“, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ ტურნირისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი). მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა...

ჟორჟიც უარზეა…
ჩანაწერი

ჟორჟიც უარზეა…

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი გიორგი მიქაუტაძემაც გამოაქვეყნა, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირმა და სეზონის საუკეთესო მოთამაშემ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშისგან თავი შემიკავა: “ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როცა ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს. რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ, მინდა გუშემატკივარმა...

მოგესალმებით, ჯუდ!
ჩანაწერი

მოგესალმებით, ჯუდ!

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის შეძენის შემდეგ, ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. „დღეს ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შემოგვიერთდა. ჯუდი აქ იმიტომ არის, რომ მას ეს უნდოდა. შეეძლო ნებისმიერ სხვა კლუბში წასვლა, ბევრს სურდა მისი შეძენა, მაგრამ  რეალი აირჩია. მოგესალმებით, ჯუდ!“, – ციტირებს „ტვიტერში“ პერესის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. 19 წლის ინგლისელთან ხელშეკრულება...

ევრო ხვიჩას გარეშე…
ჩანაწერი

ევრო ხვიჩას გარეშე…

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა...

ლოსანოს გეზი ინგლისისკენ უჭირავს
ჩანაწერი

ლოსანოს გეზი ინგლისისკენ უჭირავს

მართალია სატრანსფერო ბაზარი ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება, მაგრამ კლუბები უკვე გამალებულ ვაჭრობაში არიან. მომავალს გეგმავს იტალიის ჩემპიონი „ნაპოლიც”, რომელსაც მართალია ახალი მწვრთნელი ჯერ არ დაუნიშნავს, მაგრამ პარალელურად ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვაზეც ფიქრობს. „აძურის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა გუნდი დატოვოს არის მექსიკელი ირვინგ ლოსანო. ის „მარადონაზე” 42 მილიონი ევროს საფასურად 2019 წელს „ეინდჰოვენიდან” მივიდა. ლოსანოსა და „ნაპოლის”...

გალტიეს შესახებ ეკიპმა პირველ გვერდზე დაწერა
ჩანაწერი

გალტიეს შესახებ ეკიპმა პირველ გვერდზე დაწერა

კრისტოფ გალტიე შესაძლოა ნამდვილად გახდეს „ნაპოლის” მწვრთნელი. ამის ერთ-ერთი მტკიცე მინიშნება გალტიეს სამშობლოში, საფრანგეთში გამოჩნდა. იქ, გავლენიანმა სპორტულმა გაზეთმა „ეკიპმა” მწვრთნელისა და „აძურის” თემას არც მეტი-არც ნაკლები პირველი გვერდი მიუძღვნა. ყველაზე დიდტირაჟიანი ფრანგული სპორტული გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილია სურათი, რომელზეც გამოსახულია გალტიე „ნაპოლის” ემბლემის ფონზე. ეგრეთწოდებული ჰედლაინი ასეთია: „გალტიე ვულკანის ძირში”. ფოტოს მიმდებარე ტექსტში წერია:...

მამარდათი ინტერი დაინტერესდა
ჩანაწერი

მამარდათი ინტერი დაინტერესდა

AS დაბეჯითებით წერს, რომ ამ ზაფხულს „ვალენსია” გიორგი მამარდაშვილს გაყიდის. ავტორიტეტული ესპანური სპორტული გაზეთი ქართველ მეკარეს აქებს. ის ამბობს, რომ გიორგი გამორჩეული ფიგურაა და მან გასულ სეზონში „ღამურები” ბევრ წაგებას გადაარჩინა. მამარდაშვილი „ვალენსიას” ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტ პოსტერზე ყოფილა გახატული. გაზეთის ღრმა რწმენით მისი გაყიდვა კლუბისთვის სარფიანი იქნება, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რა გროშებად ჰყავს ნაყიდი...

გალტიე სხვებსაც უნდა
ჩანაწერი

გალტიე სხვებსაც უნდა

„ნაპოლის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის შემცვლელს ეძებს. ბოლო კანდიდატი, ვისზეც უკვე რამდენიმე დღეა დაბეჯითებით ლაპარაკობენ გახლავთ კრისტოფ გალტიე. მას მერე, რაც ის ახსენეს, სხვა იტალიელ თუ უცხოელ მწვრთნელებზე ლაპარაკი თითქოს შენელდა. დღე ისე არ გავა, გალტიესთან დაკავშირებით თუნდაც ერთი მცირე ინფორმაცია არ გამოქვეყნდეს. წინა დღის ცნობებს ერთი რამ, თუნდაც უმნიშვნელო არ დაემატოს. ამ...