თვე: ივნისი 2023

Home 2023 ივნისი
საქართველომ ტრიბუნაზეც და მოედანზეც მოიგო
ჩანაწერი

საქართველომ ტრიბუნაზეც და მოედანზეც მოიგო

კვიპროსი 1:2 საქართველო გოლები: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (39 პენ.) , 1:2 დავითაშვილი (84) კვიპროსის ეროვნული გუნდი მაღალი კლასით ვერ დაიკვეხნის. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს კუნძულელთა დასამარცხებლად გვარიანი ჯაფა დაადგა, რაც მიგვანიშნებს, რომ მაღალი კლასის გუნდის შთაბეჭდილება ვერც ჩვენებმა დატოვეს და გვარიანადაც გვანერვიულეს – თუნდაც მამარდაშვილის კარის ძელს ორჯერ მოხვედრილი ბურთი რად ღირს. ამიტომაც...

მარგველაშვილი დინამოში
ჩანაწერი

მარგველაშვილი დინამოში

„დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე პირველი ტრანსფერი განახორციელა – საქართველოს ჩემპიონმა გაგი მარგველაშვილი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. „გაგი მარგველაშვილი „დინამო თბილისში“ ითამაშებს, ქართველი ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში. მარგველაშვილმა ბოლო ორი სეზონი ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპიში“...

ხორვატია ერთა ლიგას უმიზნებს…
ჩანაწერი

ხორვატია ერთა ლიგას უმიზნებს…

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ერთა ლიგაზე გუნდის მიზნებზე ისაუბრა. „ჩვენ გვაკლია  საუკეთესო მცველი, იოშკო გვარდიოლი, რომელმაც მშვენივრად ითამაშა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ გუნდის უმეტესობა მწყობრშია კერძოდ, ლუკა მოდრიჩი. ადვილი არ იქნება, მაგრამ ოპტიმისტი ვარ. ჩვენ არასდროს ვნებდებით, ყოველთვის ვიღებთ მაქსიმუმს და ერთა ლიგის მოგებასაც ვეცდებით. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. ტურნირის ფინალურ ოთხეულში გასვლა...

გულუხვი პეპი
ჩანაწერი

გულუხვი პეპი

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ინგლისური კლუბის თანამშრომლებს სეზონის განმავლობაში კარგი მუშაობისთვის საკუთარი პრემია გადასცა. Daily Mail-ი წერს, რომ ჯილდოს ოდენობა არ გახმაურებულა, თუმცა ცნობილია, რომ ის დაახლოებით 880 ათასი ევროა. 2022/23 სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ტრებლი შეასრულა – მოიგო პრემიერლიგა, ქვეყნის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

ნაპოლი კიმის შემცვლელს ბერგამოში ეძებს
ჩანაწერი

ნაპოლი კიმის შემცვლელს ბერგამოში ეძებს

მას მერე, რაც „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის საკითხი მოაგვარა (ლუჩანო სპალეტის ნაცვლად თანამდებობაზე რუდი გარსია დანიშნა) სატრანსფერო ბაზარზე გასვლისა და ახალი ფეხბურთელების ყიდვის დროც დადგა. რასაკვირველია, კლუბის უმთავრესი ამოცანა საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნებაა, მაგრამ ეს არ ეხება სამხრეთ კორეელ ცენტრალურ მცველ კიმ მინ-ჯაეს, რომელიც სადაცაა „პარტენოპეელებს” დატოვებს — მისი გადაბირებით „ბაიერნი” და „მანჩესტერ იუნაიტედი”...

დე ლაურენტისი და ოსიმენის აგენტი ორ საკითხს გაარკვევენ
ჩანაწერი

დე ლაურენტისი და ოსიმენის აგენტი ორ საკითხს გაარკვევენ

ვიქტორ ოსიმენის მომავალი „ნაპოლისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია — მასზე დიდად არის დამოკიდებული, როგორ „აძურის” ვნახავთ მომავალ სეზონში. გადაწყდა, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და ფეხბურთელის აგენტი რობერტო კალენდა რამდენიმე დღეში შეხვდებიან ერთმანეთს და ორ საკითხს გაარკვევენ: „ნაპოლის” მოთხოვნებს და სატრანსფერო შემოთავაზებებს. ამის შესახებ „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ პროგრამა Calciomercato l’Originale-ში ილაპარაკა. მისი თქმით,...

ქეცბაია თარჯიმანი და… მწვრთნელი
ჩანაწერი

ქეცბაია თარჯიმანი და… მწვრთნელი

17 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს ეთამაშება. ლარნაკაში თამაშისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და ეს ქუჩაში გამოსვლისთანავე იგრძნობა. სხვათა შორის ადგილობრივი გულშემატკივარები და ჩვენი კოლეგებიც გაკვირვებული არიან, რატომ გადაწყდა საქართველოსთან თამაშის ლარნაკში ჩატარება, რამეთუ, ნიქოზიასა და ლიმასოლში გაცილებით დიდი ტევადობისა და უფრო ახალი სტადიონებია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან ყურადღების...

რუდი გარსია და ევროთასები
ჩანაწერი

რუდი გარსია და ევროთასები

აურელიო დე ლაურენტისი მწვრთნელის ძიების პროცესში არ მალავდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია როგორ ითამაშებს „ნაპოლი” ევროთასებზე და კანდიდატებს დიდწილად ამ თვალსაზრისით აკვირდებოდა. რა შედეგები აქვს „აძურის” ახალ თავკაც რუდი გარსიას ევროპულ შეჯიბრებებში? დავიწყოთ ყველაზე დიდი წარმატებებით: გარსიას ხელმძღვანელობით „მარსელმა” 2017-18 წლების სეზონში ევროლიგის ფინალში ითამაშა, ხოლო „ლიონი” 2019-20 წლების კოვიდიან სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. „მარსელში”...

ექსპერტი: რუდი გარსია საუკეთესო არჩევანი სულაც არ არის
ჩანაწერი

ექსპერტი: რუდი გარსია საუკეთესო არჩევანი სულაც არ არის

რუდი გარსიას „ნაპოლის” მწვრთნელად დანიშვნისთანავე ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ დაწერა, რომ ფრანგი სულაც არ იყო აურელიო დე ლაურენტისისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატი. „გარსია ვეზუვის ძირში” — ასე ერქვა Speciale Calciomercato-ს გადაცემას, სადაც სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა რამდენიმე საათის დამთავრებული კასტინგის წინაისტორია მოჰყვა. „დე ლაურენტისის პირველი კანდიდატი იყო ლუის ენრიკე, რომლისთვისაც „ნაპოლის” პრეზიდენტი წელიწადში 8 მილიონი ევროს დანიშვნას და...

რუდი გარსიას პირველი კომენტარი
ჩანაწერი

რუდი გარსიას პირველი კომენტარი

„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პირველი კომენტარი აურელიო დე ლაურენტისის მიერ მისი დანიშვნის გამოცხადებიდან ერთ საათში გააკეთა. ნეაპოლური მედიის შეფასებით ეს გახლდათ სპონტანური სიტყვები, რომელიც სასარგებლო და სასიამოვნო გამოდგა. ფრანგმა გაავრცელა ტვიტერის პოსტი, რომელიც „ნაპოლის” გვერდმა გააზიარა. გარსია მის სამწვრთნელო კარიერაში „რომას” შემდეგ მეორე იტალიურ კლუბს მიესალმა. „რა სიამოვნებაა დაუკავშირდე „ნაპოლის” პროექტს. რა სიამოვნებაა იტალიაში...