თვე: ივნისი 2023

Home 2023 ივნისი
რუსებს პირობები დაუწერეს
ჩანაწერი

რუსებს პირობები დაუწერეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებით პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები იასპარეზებენ, მაგრამ მკაცრი კონტროლი და პირობები დაუწესდებათ. პირობების ჩამონათვალი ასეთია: რუსი სპორტსმენები პარიზში IOC-ის დროშით და „ნეიტრალური ათლეტების“ სახელწოდებით გამოვლენ; ოლიმპიადაში მონაწილეობის განაცხადები სპორტსმენებმა პირადად უნდა შეიტანონ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის და ეროვნული ფედერაციების შუამავლობის გარეშე; განაცხადების შემოწმება რეგულარულად მოხდება; მას შემდეგ, რაც IOC განაცხადს...

ხოსელუ მადრიდში…
ჩანაწერი

ხოსელუ მადრიდში…

მადრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე თავდამსხმელ ხოსელუს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა, რომელიც გასულ სეზონში პრიმერადან აწგავარდნილ „ესპანიოლში“ თამაშობდა. ხოსელუ მადრიდის „რეალში“ იჯარით გადავიდა. მადრიდულ კლუბს 33 წლის თავდამსხმელის შეძენის შესაძლებლობა მომავალი სეზონის ბოლოს ექნება. იგი ადრე „რეალის“ სისტემაში ირჯებოდა, სამეფო კლუბის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. ხოსელუს ოფიციალური პრეზენტაცია 20 ივნისს, „რეალის“ საშინაო სტადიონზე გაიმართება. ამის შემდეგ თავდამსხმელი...

გაფართოებულ რაზმში 39 ბორჯღალოსანია
ჩანაწერი

გაფართოებულ რაზმში 39 ბორჯღალოსანია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასისთვის სამზადისი დაიწყო. ეროვნული ნაკრების თავკაცმა ლევან მაისაშვილმა წინა წლებში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უარი თქვა და მსოფლიო თასზე სავარაუდო წამსვლელთა არა 50-60-კაციანი სია ჩამოწერა, არამედ 39 მოთამაშე დაასახელა, რომელთაგან 33 საფრანგეთში გაემგზავრება. შეკრებაზე გამოძახებული 39 მორაგბის გარდა იქნება სარეზერვო ჯგუფიც, რომელიც სპეციალური ინდივიდუალური პროგრამით მოემზადება და საჭიროების შემთხვევაში ამ ჯგუფის...

რუდი გარსია ნაპოლის და შვილს ელოდება
ჩანაწერი

რუდი გარსია ნაპოლის და შვილს ელოდება

ჯერ კონტრაქტი „ნაპოლისთან”, შემდეგ — ვაჟი. რუდი გარსიას ცხოვრებაში საუცხოო პერიოდი უდგას. „რომას” ყოფილ თავკაცს, რომელიც აურელიო დე ლაურენტისმა „მარადონაზე” ლუჩანო სპალეტის შემცვლელად მიიყვანა, მალე მეოთხე შვილი გაუჩნდება. გარსიას პარტნიორი ფრანჩესკა ბრიენცა 37 წლისაა. ის რომაელია. ისინი ერთმანეთს „რომას” ბაზაზე, ტრიგორიაში შეხვდნენ. ფრანჩესკა კლუბის ტელეარხზე მუშაობდა, „ჯალოროსის” სახე იყო. შვილი, რომელსაც წყვილი ელოდება, ქალისთვის პირველია,...

ხანგრძლივი სეზონი ნაპოლიში
ჩანაწერი

ხანგრძლივი სეზონი ნაპოლიში

მას მერე, რაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობა იუარა, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრების შესარჩევ თამაშებზე გადაიტანა. „ნაპოლის” გარემარბი უდავოდ გუნდის მთავარი ვარსკვლავია, მაგრამ გოლი კვლავ ვერ გაიტანა. ბოლოს მან 19 მარტს „ტორინოს” შეუგდო. თუ მხოლოდ ეროვნული გუნდის თამაშებს განვიხილავთ, მაშინ სტატისტიკა ასეთია: კვარაცხელიას თამაშიდან (პენალტს თუ არ ჩავთვლით) 5 მატჩია გოლი არ გაუტანია. თავად...

სქოთები მეცხრე ცაზე კბილებს ილესავენ
ჩანაწერი

სქოთები მეცხრე ცაზე კბილებს ილესავენ

უემოციო სტივ კლარკი გარანტიას იძლევა, რომ ის თავის ფეხბურთელებს წარმატებით ტკბობისა და ევრო 2024-ის ოქროს ბილეთის ხელიდან გაშვების ნებას არ მისცემს. გუშინ შოტლანდიელი ერი ოსლოში მომხდარის გამო ჯერ კიდევ მეცხრე ცაზე დაფრინავდა. მოგეხსენებათ, კლარკის გუნდმა შაბათს, ნორვეგიასთან, შეხვედრის მიწურულს მატჩის ბედი შემოატრიალა და ზედიზედ სამი თამაშიდან ცხრა ქულით A ჯგუფში პირველ ადგილზე დამკვიდრდა — შედეგად...

ჩემპიონი ქართველების გარეშე
ჩანაწერი

ჩემპიონი ქართველების გარეშე

ევროპის საკლუბო სარაგბო სეზონს წერტილი შაბათ გვიან საღამოს დაესვა — დიდებულ „სტად დე ფრანსზე” „ტულუზმა” ევროპის ჩემპიონთა თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულ „ლა როშელს” უდრამატულეს და უდაძაბულეს შეხვედრაში 29:26 მოუგო და საფრანგეთის 22-გზის ჩემპიონი გახდა! პირველი ტაიმი ტულუზელებმა უკეთ ჩაატარეს და თითქოს კომფორტულად უნდა დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ ტაიმის ბოლო შეტევაში „ლა როშელმა” ლელო-გარდასახვის გატანა მოახერხა და...

ენდი რობერტსონი და შოტლანდია საქართველოსთან დიდი გამარჯვებისთვის ემზადებიან
ჩანაწერი

ენდი რობერტსონი და შოტლანდია საქართველოსთან დიდი გამარჯვებისთვის ემზადებიან

ლინდონ დაიკსისა და კენი მაკლინის მიერ ნორვეგიასთან შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლებით შოტლანდიელებმა ოსლოში 2:1 მოიგეს და სამი თამაშიდან ცხრა ქულით ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფს ლიდერობენ. მასპინძელთაგან ანგარიში მეორე ტაიმიში ერლინგ ჰოლანდმა პენალტით გახსნა. დღეისათვის, სქოთები ნორვეგიელებს, რომლებიც შეჯიბრების დაწყებამდე სავარაუდოდ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტათ მიაჩნდათ, 8 ქულით უსწრებენ. შოტლანდიელები მომდევნო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მასპინძლობენ...

მარტინ ოდეგორი: ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაძნელდა
ჩანაწერი

მარტინ ოდეგორი: ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაძნელდა

ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, შოტლანდიამ ოსლოში საოცარი თამაში „შემოატრიალა” — ნორვეგიელები ერლინგ ჰოლანდის მიერ 61-ე წუთზე გატანილი პენალტით იგებდნენ და თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე ალბათ თავს ქუდშიც გრძნობდნენ, რომ 87-ე წუთზე ლინდონ დაიკსისა და 89-ე წუთზე კენი მაკლინის დარტყმებით სტუმრებმა სამი უმნიშვნელოვანესი ქულა შეიმატეს. ახლა სქოთები ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე...

სანიოლი მხოლოდ შედეგმა გაახარა, ქეცბაია კვიპროსელებზე განაწყენდა…
ჩანაწერი

სანიოლი მხოლოდ შედეგმა გაახარა, ქეცბაია კვიპროსელებზე განაწყენდა…

მას შემდეგ, რაც ვილის სანიოლი საქართველოს ნაკრებს უდგას სათავეში, იშვიათად გვინახავს ისეთ კარგ განწყობაზე, როგორც ეს ლარნაკაში კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ იყო, ფრანგი სპეციალისტი პრესკონფერენციაზე შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ და ჩვენს კითხევბსაც ხალისით პასუხობდა. „საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული გუნდია და მაღალ დონეზე სტაბილურად თამაში ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს. გამარჯვებით გახარებულები ვართ, მაგრამ არა თამაშის ხარისხით....