გუშინ, „ნაპოლის” ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა, პრეზიდენტმა და კლუბის თანამშრომლებმა დიეგო მარადონას ყოფილი აგენტისა და მეგობრისგან სტეფანო ჩეჩისგან საჩუქარი მიიღეს — ლეგენდარული არგენტინელის ოქროში ჩამოსხმული ტერფი. ჩეჩი „აძურის” მთელს კოლექტივს გასულ ზაფხულს დაჰპირდა, რომ თუ ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ, ამ საჩუქარს მიართმევდა. „დიდი მადლობა სტეფანო ჩეჩის, რომელიც განუმეორებელ ადამიანს ეთაყვანებოდა, იგი ხშირად სტუმრობდა მას და მის მიერ მორთმეული...
რა თქმა უნდა, კვარა!!!
ხვიჩა კვარაცხელია სერია A- ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – ინფორმაცია სერია A- ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ხვიჩამ პირველივე სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საუკეთესო ფეხბურთელის გარდა სერია A-მ საუკეთესოები ამპლუების მიხედვითაც...
ჯერ ეროვნულში, 22 ივნისიდან ახალგაზრდულში…
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სია 35 მოთამაშისგან შედგება, საბოლოო 23-კაციან განაცხადს კი მთავარი მწვრთნელი 16 ივნისს წარადგენს. ახალგაზრდულის რამდენიმე მოთამაშე ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოემზადება. ეროვნული ნაკრების ის მოთამაშეები, რომლებიც 21-წლამდე გუნდის ევროპის ჩემპიონატის განაცხადში დასახელდებიან, ახალგაზრდულ ნაკრებს...
ჯოვანი სიმეონე: კვარა ნამდვილი მხეცია. ისევე როგორც ვიქტორი
ესპანურმა გაზეთმა AS ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” ფეხბურთელს, მადრიდის „ატლეტიკოს” მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ვაჟს ჯოვანი სიმეონეს, რომელმაც „აძურის” შემადგენლობაში 751 წუთი ითამაშა, მაგრამ ამ არცთუ დიდ დროში 8 გოლი გაიტანა და სკუდეტოს მოპოვებაში თავისი დიდი წვლილი ითამაშა. სიმეონეს „პარტენოპეელთა” ძირითადში უფრო ხშირად მოხვედრა ვიქტორ ოსიმენთან კონკურენციის გამო უჭირს. გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტებს. — ჯოვანი, თქვენ იტალიის ჩემპიონი...
10 მილიონი მაგუაირს, თუ მანჩესტერიდან წავა
ჰარი მაგუაირი სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლასთან ახლოსაა. ინგლისის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩი შესაძლოა მცველისთვის ბოლო აღმოჩნდეს „მანჩესტერის“ მაისურით. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მაგუაირის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ელოდება. კონტრაქტის მიხედვით, მცველი კვირაში დაახლოებით 190 ათას გირვანქას გამოიმუშავებს – ახალ კლუბში კი მისი ხელფასი სავარაუდოდ განახევრდება. მცველის წასვლის შემთხვევაში, „მანჩესტერი“ მზად არის მას 10 მილიონი...
ვინ გახდება MVP…
სერია A-მ სეზონის MVP-ის წოდებაზე ამპლუების მიხედვით კანდიდატურები დაასახელა – საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი, ცალკე გამოარჩევენ საუკეთესო 23-წლამდელ ფეხბურთელებს. თითოეულ ამპლუაში 3-3 ნომინანტია. საუკეთესო მეკარე: ივან პროვედელი („ლაციო“), მიკელე დე გრეგორიო („მონცა“) და ლუკაშ სკორუპსკი („ბოლონია“). საუკეთესო მცველი: თეო ერნანდესი („მილანი“), ჯოვანი დი ლორენცო, მინ-ჯე კიმი (ორივე -„ნაპოლი“). საუკეთესო ნახევარცველი: ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“),...
სანიოლის შემადგენლობა და დებიუტანტი ირანიდან…
საქართველოს ეროვნული ნაკრები 17 და 20 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს ჩაატარებს კვიპროსსა და შოტლანდიაში. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. სანიოლის რჩეულთა შორის ერთი დებიუტანტია – ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრებში ირანის „პერსეპოლისის“ 32 წლის მეცველი გიორგი გველესიანი გამოიძახა. გარკვეული პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდს უბრუნდებიან აპოელ-ის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, “შტურმის” ნახევარმცველი...
კვარას დეტალები შეუთანხმებია
Calciomercato.com-ის ინფორმაციით გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის” შორის ურთიერთობა გაირკვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ყველა დეტალი შეათანხმეს. ქართველი გარემარბი ახლანდელ კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურება, კიდევ ერთი წლით ანუ 2028-მდე გაახანგრძლივებს და გასამრჯელოდ ორჯერ მეტი თანხა, წელიწადში 2,5 მილიონი ევრო დაენიშნება. ამრიგად, პორტალის ცნობით, ახლა უკვე დაბეჯითებით შეიძლება თქმა, რომ 77 ნომერი ნეაპოლში რჩება.
სერია A-მ საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიენიჭა „ნაპოლის” თავკაც ლუჩანო სპალეტის. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება „ნაპოლისა” და „სამპდორიას” შეხვედრის წინ, ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონას” სახელობის სტადიონზე. ხსენებული წოდება სპალეტის მიანიჭა ჟიურიმ, რომელიც სპორტული გაზეთების რედაქტორებისგან შედგებოდა. ისინი მწვრთნელებს ტექნიკური და სპორტული კრიტერიუმების მიხედვით აფასებდნენ, ითვალისწინებდნენ მათი გუნდების თამაშის ხარისხს და ფეარ-ფლეის პრინციპებს. საბოლოო დასკვნის...
იტალიაში ჩემპიონები ხდებიან და მიდიან
ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი” ჩემპიონი გახადა და მიდის. ასეთი რამ — ჩემპიონი მწვრთნელის გუნდიდან წასვლა — იტალიაში პირველად არ ხდება. „ილ მატინო” წერს, რომ ეს მეჩვიდმეტე შემთხვევაა და დასძენს, მსგავსი რამ მარტო ადრეულ ეპოქაში კი არა, ბოლო ოცი წლის განმავლობაშიც ბევრჯერ მომხდარაო. ნეაპოლური დილის გაზეთი იხსენებს ფაბიო კაპელოს, რომელმაც 1996 წელს „მილანს” სკუდეტო მოაგებინა და დატოვა....









