„ფიორენტინამ” კონფერენციის ლიგა ვერ მოიგო — ფინალში „ვესტ ჰემმა” 2:1 აჯობა. მომდევნო სეზონში სერია A-დან ამ შეჯიბრებაში „იუვენტუსი” მიიღებს მონაწილეობას. ტურინელებმა ახლახან დამთავრებულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი მოიპოვეს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსურ დარღვევათა გამო 10 ქულა დააკლეს. სასჯელი რომ არა, „ბებერ ქალბატონს” მესამე ადგილზე გასული „ინტერის” ტოლად 72 ქულა ექნებოდა.
ეს ყველაფერი კი იმიტომ მოვყევით, რომ იტალიელ ფეხბურთის მოყვარულთა შორის ყურადღება მიიპყრო „იუვეს” ოფიციალურმა საჯარო განცხადებამ, რომლითაც ის… „ვესტ ჰემს” გამარჯვებას ულოცავს.
მილოცვა მარტივია, მაგრამ მრავლისმეტყვლი: „ვულოცავთ „ვესტ ჰემს” კონფერენციის ლიგის მოგებას”.
საინტერესოა, სულ რომ არ მიელოცა, ეტიკეტი დაირღვეოდა?
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
