ყოჩაღი სტუმრები

Home დავთარი ყოჩაღი სტუმრები
ყოჩაღი სტუმრები

ჩემპიონმა „დინამომ“ განახლებულ „დინამო არენაზე“ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა, თუმცა უშუალო კონკურენტ „ბათუმთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი დაუბრუნდა, მაგრამ საქმეს არც ამან უშველა. ვერ ვიტყით, რომ ჩემპიონებმა ცუდად ითამაშეს, მაგრამ ფაქტია – „ბათუმმა“ უკვე სამი ქულით გაუსწრო კონკურენტებს.

მანამდე, ცოტა ხნით, პირველ საფეხურზე „საბურთალო“ იდგა, რომელმაც  „კავკასიონ არენაზე“ „თელავს“ 0:3 მოუგო. ეს საბურთალოელთა ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი  და მიჯრით მეოთხე მოგება გახლდათ. „საბურთალოს“ 35 ქულა მოუგროვდა და მეორე ადგილზეა. ომარ თეთრაძის გუნდმა თამამად შეაბიჯა საჩემპიონო რბოლაში.

„სამგურალი“ წინა ტურში იმავე „საბურთალოსთან“ განადგურების შემდეგ (1:5), გორში „დილასთანაც“ 0:2 აგებდა, მაგრამ წყალტუბოელებმა ხასიათი გამოავლინეს და მატჩის ფრედ დასრულება შეძლეს, გამათანაბრებელი პენალტი ნოდარ ლომინაძემ 95-ე წუთზე გაიტანა – 2:2. გორელებს  კი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოუვიდათ.

სამტრედიაში „შუქურამ“ ცოტნე ფაცაციას დუბლით 1:2  მოუგო „ტორპედოს.“ ეს ქუთაისელთა ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ. „შუქურამ’ 12 ქულა მოაგროვა და ერთი პუნქტით უსწრებს გასავარდნ ზონას სადაც სამ გუნდს („გაგრა,“ „სამტრედია,“ „თელავი“) თანაბარი 11-11 ქულა აქვთ.

საინტერსოა, რომ ხუთი მატჩიდან ოთხი სტუმრებმა მოიგეს.

გაგრა 0:1 სამტრედია   (თბილისში)

0:1 ოლატუნჯი (57)

 სამგურალი 2:2 დილა

0:1 გეილი (53), 0:2 გომისი (70), 1:2 ნიქაბაძე (78), 2:2 ლომინაძე (90+5 პენ)

 ტორპედო 1:2 შუქურა  (სამტრედიაში)

0:1, 0:2 ფაცაცია (69 პენ, 90+1), 1:2 დავიდი (90+4 პენ)

 თელავი 0:3 საბურთალო

0:1 ჯგერენაია (45+1), 0:2 სილაგაძე (74), 0:3 გიზო მამაგეიშვილი (87)

 დინამო 1:2 ბათუმი

0:1 ტეიდი (30), 1:1 სხირტლაძე (45+2), 1:2 ფლამარიონი (61)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362111483:4173
დინამო36218793:4968
ტორპედო361612855:3759
დილა361791056:3957
სამგურალი361691153:5154
საბურთალო361491358:4951
გაგრა361081847:6535
თელავი361071934:6237
სამტრედია36962150:6233
შუქურა36452738:11211

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 12, ულად-ომარ იმრანი (დინამო), ტიერი გეილი (დილა), გიორგი ნიქაბაძე  (სამგურალი) – 9, ზორან მარუშიჩი (დინამო), ლუკა სილაგაძე (საბურთალო) – 7

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.