
ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. ჯერ კიდევ სამშაბათს, „დინამომ“ მოულოდნელად „დილასთან“ 1:2 წააგო. ნომინალურ მასპიძლებად დინამოელები ითვლებოდნენ, მოგეხსენებათ „დინამო არენაზე“ 21-წლამდელთა ევრიოპის ჩემპიონატის გამო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩემპიონს საშინაო მატჩების გამართვა გორში უწევს. ამისდაკვალად, გორელებს გულშემატკივრებიც მეტი ჰყავდათ ტრიბუნებზე და გაიმარჯვეს კიდეც.
„დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო, რაც, დაგვეთანხმებით, ჩვენ ჩემპიონატში ძალიან იშვიათად ხდება.
ოთხშაბათს ლიდერმა „ბათუმმა“ ზღვისპირულ დერბიში „შუქურა“ 3:1 დაამარცხა და უშუალო კონკურენტს უკვე 4 ქულით გაუსწრო.

„საბურთალოს“ კი აშკარად დაეტყო ომარ თეთრაძის ხელი. მათ მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგეს, ჯამში 9 ბურთი გაიტანეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს. ამჯერად თბილისელთა „მსხვერპლი“ „ტორპედო“ გახდა. ქუთაისელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტუმრებმა გონივრულად შეარჩიეს ტაქტიკა, „მასპინძლებს“ კონტრშეტევებზე იჭერდნენ და შანსი არ დაუტოვეს. მასპინძლები ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვით, რომ „ტორპედოც“ იმავე მიზეზით ატარებს სამტრედიაში მატჩებს, როგორითაც „დინამო“. შედეგად „საბურთალომ“ მესამე ადგილზე აინაცვლა.
„სამგურალმა“ „გაგრა“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0). გიორგი ჭელიძის გუნდმა მიჯრით მეოთხე თამაში მოიგო.
„თელავმა“ კი შინ ასეთივე ანგარიშით წააგო „სამტრედიასთან,“ რომელსაც ახალი მწვრთნელი, ჩრდილომაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკი ჰყავს. კაპინკოვსკის წარმატებული დებიუტი გამოუვიდა, თელაველთა ასევე ახალ დამრიგებელს, ვარდან მინასიანს კი საამაყო ჯერჯერობით არაფერი აქვს – 5 მატჩი, 4 წაგება და ერთი ფრე. შედეგად კახური კლუბი ბოლო ადგილზე დაქვეითდა.
ტორპედო 0:3 საბურთალო (სამტრედიაში)
0:1 გიზო მამაგეიშვილი (26), 0:2 ტაბატაძე (39 პენ), 0:3 ოთარ მამაგეიშვილი (57)
50-ე წუთზე არაბიძემ პენალტი ვერ გაიტანა
დინამო 1:2 დილა (გორში)
0:1 კობოური (54 საკ. კარში), 0:2 კოვტალიუკი (61), 1:2 მარუშიჩი (63)
სამგურალი 1:0 გაგრა
1:0 ნიქაბაძე (78)
მე-19 წუთზე ნიქაბაძემ პენალტი ვერ გაიტანა
შუქურა 1:3 ბათუმი
0:1 ფლამარიონი (38), 1:1 ფაცაცია (52 პენ), 1:2 ზარია(68), 1:3 კაპანაძე (82)
თელავი 0:1 სამტრედია
0:1 ხაიბულაევი (90+5)
[table id=42 /]
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 7, ზორან მარუშიჩი (დინამო) – 5, უსმანე კამარა, ულად-ომარ იმრანი (ორივე – დინამო), ტიერი გეილი (დილა), გიორგი ნიქაბაძე (სამგურალი), ზვიად ნაჭყებია (სამტრედია) – 4
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
