თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-12 ტურში „ვულიაგმენს“ ოლიმპიკში დაუხვდა და სამი ქულა საბერძნეთში გაატანა – 9:14.
დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ჩავარდნებით ითამაშა. თუ დასაწყისში კარგი იყო და მეოთხედი 3:2 მოიგო, შესვენებამდე ინიციატივა მეტოქეს გადააბარა და 3:7 ჩამორჩა.
„დინამომ“ მესამე მეოთხედი მოიგო და ისიც 3:2. თითქოს შანსი გაჩნდა, მაგრამ დასკვნითი ნაწილი მასპინძლებმა ისევ ჩააგდეს და სოლიდური სხვაობით დამარცხდნენ.
„დინამოს“ 12 ტურის შემდეგ 2 მოგება აქვს და 6 ქულით 8-გუნდიან ჯგუფში მეშვიდე ადგილზეა. თბილისელებს მომდევნო მატჩი ისევ ბერძნულ გუნდთან, ბევრად უფრო ცნობილ და ტიტულოვან „ოლიმპიაკოსთან“ 13 მაისს, სტუმრად ელით.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
