2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები შვეიცარიის წინააღმდეგ 26 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში გამართავს და ფინალურ ეტაპზე მოხვედრას შეეცდება.
ჯგუფს, სადაც ეს გუნდები ასპარეზობენ, უნგრეთის ნაკრები 8 ქულით ლიდერობს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს; მეორე ადგილზე შვეიცარიაა – 4 ქულა; საქართველოსა და ლიეტუვას 2-2 ქულა აქვთ.
2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა ევროჩემპიონატზე ასპარეზიბის შანსი ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანსაც აქვს, ანუ შვეიცარიას, საქართველოსა და ლიეტუვას.
აქედან გამომდინარე, ტიტე კალანდაძის გუნდს შვეიცარიასთან აუცილებლად მოგება სჭირდება. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ არც გადაუჭრელი ამოცანაა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი შვეიცარიაში, მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთით მოიგეს – 24:23.
მატჩი ახალ სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:34აპოლომ აპოლონს მოუგო
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
