დღე: აპრილი 10, 2023

Home 2023 აპრილი 10 (ორშაბათი)
შალომ, ირის…
ჩანაწერი

შალომ, ირის…

საქართველოს ქალთა ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს – ებრაელი ირის ანტმანი. 47 წლის ანტმანს 13-წლიანი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ხუთი წლის განმავლობაში ისრაელის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი იყო, უმუშავია ისრაელის 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებში. 2 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2023-2024 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ლიგაში იასპარეზებს. მატჩები 20 სექტემბრიდან...

ბაენამ ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა
ჩანაწერი

ბაენამ ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა

„ვილიარეალის“ ნახევარმცველმა, ალექს ბაენამ, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა. მანამდე Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ურუგვაელმა ბაენას ავტოსადგომზე დაარტყა, მისი  ძლივს გადარჩენილი ბავშვის დაცინვის გამო. თავად ბაენა უარყოფს ვალვერდეს ახალშობილის დაცინვის ფაქტს. “ვილიარეალი“ ეწინააღმდეგება ძალადობის ნებისმიერ აქტს, მტკიცედ სჯერა ფეხბურთელის ვერსიის და მხარს დაუჭერს მას მთელი პროცესის განმავლობაში.” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში. მადრიდის „რეალი“...

აბულაძემ და გიგაშვილმა ნახევარფინალი დადეს
ჩანაწერი

აბულაძემ და გიგაშვილმა ნახევარფინალი დადეს

… გასულ უქმეებზე ევროპული სარაგბო საკლუბო თასების მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და შესაბამისად, თითოეული თასის მაძიებელთა რაოდენობა 4 გუნდამდე დავიდა. სასიამოვნოა, რომ ჩემპიონთა თასზეც და ჩელენჯ კაპზეც ე.წ. ქართული გუნდები შემორჩნენ. ჩემპიონთა თასი ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ ინგლისურ „ლესტერ ტაიგერსს“ დიდი ანგარიშით სძლია – 55:24. აბდალაძეს ირლანდიელთა რიგებში არ უთამაშია. ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელმა“ თასის შენარჩუნებისკენ კიდევ...

სანდრომ სეზონი ორმაგით დახურა
ჩანაწერი

სანდრომ სეზონი ორმაგით დახურა

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა, რითაც „სან ანტონიომ“ 2022-2023 წლების სეზონი დაასრულა, მამუკელაშვილისთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. ტეხასელებმა „დალასი“ სტუმრად 138:117 დაამარცხეს და ამაში ჩვენებურის წვლილი ძალიან დიდია. სანდრომ უკვე „სან ანტონიოს“ მაისურით, დალასის წინააღმდეგ 31:27 წუთი ითამაშა და 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 10-დან 4 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი...

ვინ იმსაჯებს მილნისა და ნაპოლის შეხვედრას?
ჩანაწერი

ვინ იმსაჯებს მილნისა და ნაპოლის შეხვედრას?

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას „მილანსა” და „ნაპოლის” შორის გაუძღვება38 წლის რუმინელი მსაჯი იშტვან კოვაჩი. თამაში საქართველოს დროით 23 საათზე „სან სიროზე” გაიმართება. კოვაჩს, რომელიც პროფესიით ბავშვთა ფიზიკური აღზრდის მასწავლებელია, ჩემპიონთა ლიგაში იტალიური გუნდების მონაწილეობით სამი შეხვედრა განუსჯია. პირველად იტალიელებისა და რუმინელის გზები 2019 წლის 2 ოქტომბერს გადაიკვეთა. ეს იყო ჯგუფური ეტაპის მატჩი სწორედ...

დაგვეხმარე ვილი…
ჩანაწერი

დაგვეხმარე ვილი…

ესპანურ LIGA LEB PLATA-ში მოთამაშე ქართველმა კალათბურთელმა ვილი ისიანმა კლუბი შეიცვალა. ქართველი ფორვარდი აქამდე ესპანური ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ „მოლეში“ თამაშობდა. მისი ახალი კლუბი იმავე ლიგის „ჰოსპიტალეტია“, რომელმაც ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის განაგრძობს ბრძოლას და ვილისაც სწორედ ამად უხმეს, ლიგასი ადგილის შენარჩუნებაში დაგვეხმარეო. ჰოსპიტალეტელთა გადაწყვეტილებამ გაამართლა. ისიანმა ახალი კლუბში...

 გაწითლებული ოქრი
ჩანაწერი

 გაწითლებული ოქრი

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ლიდერი შეიცვალა. „დინამომ“ და „ბათუმმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს და ისევ თანაბარი ქულები (19-19) მოუგროვდათ, თუმც ზღისპირელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ ადგილზე დადგნენ. გია გეგუჩაძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. ბათუმელები თელავს ესტუმრნენ და უპრობლემოდ დაამარცხეს. კახელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა. იგებდნენ კიდეც ელდარ პარკინაშვილის გოლით, მაგრამ მალევე...

ნაპოლი არქეოლოგიის მუზეუმში
ჩანაწერი

ნაპოლი არქეოლოგიის მუზეუმში

ნეაპოლში მზადდება საგანგებო გამოფენა, რომელიც მესამე სკუდეტოს გმირებს მიეძღვნება. ამ პროექტზე არც მეტი, არც ნაკლები ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი პაოლო ჯულერინი მუშაობს. „ჩვენ ვარჩევთ თემებს, სამახსოვრო ნივთებს და სხვა გამოსაფენ მასალას, — თქვა—  ჯულერინიმ, — ეს ყველაფერი კი მიეძღვნება იმ გუნდის ლეგენდებს, რომლებიც ყველა რეკორდს ამხობენ”. საგამოფენო სივრცეში კლასიკური შედევრები მოდერნს შეუწყვილდება და ეს დიდ...

რა შემადგენლობით ითამაშებს ნაპოლი მილანში?
ჩანაწერი

რა შემადგენლობით ითამაშებს ნაპოლი მილანში?

ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, „მილანი” – „ნაპოლი”, და იტალიური პრესისა თუ გულშემატკივრის ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს ამ მატჩთან დაკავშირებული დეტალები. ასე მაგალითად, ნეაპოლურ მედიაში დაიწერა, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელთა შორის ყურადღებით უნდა იყვნენ ჟუან ჟესუსი, კიმ მინ-ჯაე და მატეო პოლიტანო, რომელთაც წინა შეხვედრებში უკვე აქვთ მიღებული ყვითელი ბარათი და თუ ოთხშაბათს, „სან სიროზე”, რომელიმე მათგანს...