ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა და 26 მარტს დასრულდა.
მარტში კვარაცხელიამ სერია A-ს 3 მატჩში („ლაციო“ 0:1, „ატალანტა“ 2:0, „ტორინო“ 4:0) 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო ხვიჩამ მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ (ზედიზედ მეორედ) მოიგო, რაც იტალიის ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის რეკორდია.
ხვიჩას გარდა მარტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ასევე კიმ მინ-ჯაე („ნაპოლი“), არმან ლორიენტე („სასუოლო“), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“) და დესტინ უდოგიე („უდინეზე“) იბრძოდნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ატალანტასთან“ ხვიჩას გოლი თვის საუკეთესოდ დაასახელეს.
კვარაცხელიამ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთლის ჯილდო პირველად აგვისტოში მიიღო, მეორედ – თებერვალში და ახლა უკვე მარტშიც…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
