ეს ბოლო წლების სიახლეა, რომელმაც იტალიელი გულშემატკივარი თავიდან გააკვირვა, აღაშფოთა კიდეც; კლუბების სამედიცინო პერსონალი საგონებელში ჩააგდო, თუმცა ნელ-ნელა ყველა შეეგუა. რამადანი დაიწყო: მართლმორწმუნე მუსლიმების მარხვა, რომლის დაცვაც მათთვის ხუთი სავალდებულო მცნებიდან ერთ-ერთია.
რამადანის ფაქტორი სერია A-ში ყოველწლიურად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 29 დღის განმავლობაში მუსლიმი ფეხბურთელები რიჟრაჟიდან დაბინდებამდე არაფერს შეჭამენ და დალევენ. სარწმუნოება გამონაკლისს ითვალისწინებს, მაგრამ მასში ფეხბურთი არ შედის.
რამადანი სხვადასხვა წელს სხვადასხვა დროსაა. ამის შესახებ „აძურის” გასახდელში კარგად მოეხსენებათ. წინა წლებში მას იცავდნენ სენეგალელი კალიდუ კულიბალი და ალჟირელი ფაუზი გულამი, წლეულს კი ფრანკ ანდრე ზამბო ანგისა, ელიფ ელმასი და ქარიმ ზედადკა დაიცავენ. ზედადკა ალჟირელია, ზამბო ანგისა კამერუნელი, სადაც მოსახლეობის 20 პროცენტი მუსლიმია, ელმასი კი ჩრდილოეთ მაკედონიაში დაბადებულ-გაზრდილი თურქი.
როგორც მოსალოდნელი იყო, რამადანმა კლუბების, მათ შორის „ნაპოლის” ექიმებს თავსატეხი გაუჩინა. დგება აპრილი, სეზონის უმნიშვნელოვანესი პერიოდი და ასეთ დროს მოთამაშეების ფიზიკური ფორმა საგენგებოდ მნიშვნელოვანია. ექიმები და დიეტოლოგები მუსლიმ ფეხბურთლებს დამატებით სამედიცინო შემოწმებას უტარებენ და ღამით კვებისთვის სპეციალურ რაციონს ურჩევენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
