ეს ბოლო წლების სიახლეა, რომელმაც იტალიელი გულშემატკივარი თავიდან გააკვირვა, აღაშფოთა კიდეც; კლუბების სამედიცინო პერსონალი საგონებელში ჩააგდო, თუმცა ნელ-ნელა ყველა შეეგუა. რამადანი დაიწყო: მართლმორწმუნე მუსლიმების მარხვა, რომლის დაცვაც მათთვის ხუთი სავალდებულო მცნებიდან ერთ-ერთია. რამადანის ფაქტორი სერია A-ში ყოველწლიურად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 29 დღის განმავლობაში მუსლიმი ფეხბურთელები რიჟრაჟიდან დაბინდებამდე არაფერს შეჭამენ და დალევენ. სარწმუნოება გამონაკლისს ითვალისწინებს,...
