საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „სან ანტონიოში“ გააგრძელებს, – ეს ინფორმაცია „სან ანტონიომ“ ოფიციალურად დაადასტურა.
ცოტა ხნის წინ „მილუოკი ბაქსმა“ 23 წლის კალათბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა, რის შემდეგაც სანდრო გრეგ პოპოვიჩის გუნდმა აიყვანა, კონტრაქტის დეტალები კი, ჯერჯერობით, უცნობია.
მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ 54-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის მოხვდა NBA-ს 5-გზის ჩემპიონ კლუბში, რომლის ღირსება თავის დროზე ტიმ დანკანს, მანუ ჯინობილის, ტონი პარკერს და სხვა დიდ ვარსკვლავებს დაუცავთ, მთავარი მწვრთნელიც ლეგენდარული კაცია – 74 წლის გრეგ პოპოვიჩი.
„სპურსი“ 16 მოგებითა და 47 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
