საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „სან ანტონიოში“ გააგრძელებს, – ეს ინფორმაცია „სან ანტონიომ“ ოფიციალურად დაადასტურა. ცოტა ხნის წინ „მილუოკი ბაქსმა“ 23 წლის კალათბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა, რის შემდეგაც სანდრო გრეგ პოპოვიჩის გუნდმა აიყვანა, კონტრაქტის დეტალები კი, ჯერჯერობით, უცნობია. მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ 54-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის მოხვდა NBA-ს 5-გზის ჩემპიონ კლუბში, რომლის ღირსება თავის დროზე...
