ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რეალი” ვილიარეალში 0:2-ს აგებდა. მე-4 წუთზე ეტიენ კაპუმ გახსნა ანგარიში, 42-ეზე კი სამუელ ჩუკვუეზემ მეორეც შეაგდო. ასე დასრულდა პირველი ტაიმი, შესვენების შემდეგ კი ვინისიუს ჟუნიორმა, ედერ მილიტაომ და დანი სებალოსმა სამი გოლი გაიტანეს და „თეთრები” მეოთხედფინალში გავიდნენ.
ვინისიუსის გოლამდე ერთი წუთით ადრე, 56-ეზე, მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ტონი კროოსი და როდრიგო ხსენებული სებალოსით და მარკო ასენსიოთი შეცვალა. როდრიგომ და კროოსმა მოედანი ჩვეულებრივ დატოვეს, ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ როდესაც ვინისიუსმა „ვილიარეალის” კარში გოლი შეაგდო, ანჩელოტი როდრიგოს მოუტრიალდა და სულ თითი უქნია. ეს ამბავი ლა ლიგის კამერებმა დააფიქსირეს. ჩანაწერს ქვემოთ გთავაზობთ.
„როდრიგო იმიტომ შევცვალე, რომ გადაღლილი მეჩვენა და გადავწყვიტე არ გამერისკა, — თქვა იტალიელმა მატჩის შემდეგ, — მოედანს რომ ტოვებდა, მან თავი არ დამიკრა. ვფიქრობ უბრალოდ დაავიწყდა. სწორედ ამიტომ მივედი მასთან და ვუთხარი, რომ როდესაც ცვლიან, ჩემთან მოსვლა არ უნდა ავიწყდებოდეს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 09:56ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 08:37ადამიანის უფლებების მხრივ ყველგან წითელი ანთია!
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:51პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი
