გახსოვთ ჯეკ უილშირი, „არსენალის“, „ვესტ ჰემისა“ და ინგლისის ნაკრების უნიჭიერესი ნახევარმცველი? გასულ კვირას ის დანიური „ორჰუსის“ ფეხბურთელი გახდა… ბოლო დროს 30 წლის უილშირი უკლუბოდ იყო და „არსენალთან“ ერთად ვარჯიშობდა. კვირას კი დანიურ კლუბს შეუერთდა. ის 10-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს. „არსენალთან“ ერთად ვარჯიშისას სხვა კლუბს ვეძებდი და ვიპოვე. ჩემთვის ახალი, საინტერესო თავგადასავალი იწყება. ფაქტობრივად, კარიერას ნულიდან ვიწყებ...
წელი: 2022
ასე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება
„ინტერმა“ კვირა საღამოს შინ 0:2 წააგო „სასუოლოსთან“. ბოლო დროს აურია სიმონე ინძაგის გუნდმა და გამოჩნდა, რომ ჯერ მაინც ვერაა ის გუნდი, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე რომ გაიწიოს, ან სერია A ერთი ამოსუნთქვით მოიგოს – როგორც ამას თავის დროზე „იუვენტუსი“ აკეთებდა. მოკლედ, „ინტერი“ და სტაბილურობა ერთად ვერ გამოდის. აი, რა თქვა ინძაგიმ: „ძალიან გაბრაზებული ვარ ფეხბურთელების საქმისადმი...
ვინ არის ის კაცი?
ჰარი მაგუაირმა ფანები გააოცა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა „ლიდს იუნაიტედს“ გოლი გაუტანა, მაგრამ ამ შემთხვევაში მცველის მიერ გატანილი გოლი კი არ გვიკვირს, არამედ ის, რაც მან სოციალურ ქსელში დაპოსტა. შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელებმა 4:2 მოიგეს, მაგუაირმა ანგარიში გახსნა და ტრიბუნების მიმართულებით მუხლებზე გასრიალდა, ხოლო თამაში რომ დამთავრდა, დაპოსტა თავისი ფოტო სადაც ის მოღუშული ლიდსელი გულშემატკივრის წინ ზემობს....
მოშლილი, დაშლილი, არეული ვალენსია
„ვალენსია“ „ბარსელონასთან“ შინ განადგურდა, 1:4. მასპინძლებმა იშტაზე მოსულ მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს. ყველაზე თვალშისაცემი „ღამურების“ სრულიად მოშლილი დაცვის ხაზი გახლდათ, რომელიც მეტოქეს თავის საჯარიმოში ფაქტობრივად პამპულას თამაშის საშულებას აძლევდა. სამწუხაროა, რომ ასეთი არეული გუნდის კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა. AS ფეხბურთელების ინდივიდუალური დახასიათებისას მამარდაშვილზე წერს: „ობამეიანგის (ორი) და დე იონგის გოლების წინააღმდეგ ის ვერაფერს გახდებოდა. მეორე ტაიმში...
ქართველები ოლიმპიადაზე: ვინ როგორ
ოლიმპიადა დასრულდა. შედეგების დათვლა-შეჯამების დროა. საქართველო ამ თამაშებზე 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათი შედეგები ჩამოვთვალოთ. კარინა საფინა/ლუკა ბერულავა სპოტული წყვილები. მე-9 ადგილი. ეს საქართველოსთვის ისტორიული შედეგია თუნდაც იმის გამო, რომ ფიგურულ სრიალში სპორტული წყვილი საქართველოს აქამდე არასდროს გამოუყვანია. ამასთანავე, მეცხრე ადგილი ნამდვილად არის ის შედეგი, ქართულ წყვილს უდავო წარმატებად რომ უნდა ჩავუთვალოთ. ნინო წიკლაური სამთო...
ფიგურული პეკინი
პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გამოსვლა, მეტ-ნაკლებად დადებითად უნდა შევაფასოთ. პირველ ყოვლისა ეს ფიგურულ მოციგურავეთა ასპარეზობაზე უნდა ითქვას. დავიწყოთ გუნდური შეჯიბრით, სადაც საქართველო იმ 10 ქვეყანაში მოხვდა, რომლებიც მედლებისთვის იბრძოდნენ. თავისთავად, ეს უკვე წარმატებაა, რადგან სტანდარტული ზომის ყინულის მოედნის არმქონე საქართველომ ძალიან ბევრ მძლავრ ქვეყანას აჯობა. გუნდურში საქართველო მეექვსე ადგილზე გავიდა. ისიც იმიტომ,...
ისევ!
ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა „ვერონასთან“ მატჩისას გაძევებაზე. პორტუგალიელი სპეციალისტი ძირითადს დამატებულ დროს გააწითლეს უცნაური ჟესტისთვისა და ყვირილისთვის… ხელების მოძრაობა ისე გააკეთა, თითქოს ტელეფონზე რეკავდა. „რომა“ 0:2-ს აგებდა „ვერონასთან“ და 2:2 ითამაშა. ბოლოს რომაელები უტევდნენ და როგორც ჩანს, იმ მომენტში ჟოზე მხოლოდ 4 წუთის დამატებისთვის გაბრაზდა. ისე, ამ სეზონში ჟოზე, „რომა“ და მსაჯები გახმაურებული თემაა. გუნდის...
მესის თამაშისას ზურგით დგანან?
სერხიო აგუერომ ლეო მესი დაიცვა, სულ ტყუილად აკრიტიკებენ, ძალიან კარგად თამაშობსო. ა აგუერო, როგორც იცით, მესის მეგობარია. კუნმა სამი თვის წინ დაასრულა კარიერა, რადგან გულზე ჰქონდა პრობლემები… „ლეოსთან სისტემატური კავშირი მაქვს. არა მხოლოდ მასთან, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთა ჯგუფთან. ფრანგული პრესა მესის ურტყამს. ისინი რა, ზურგით დგანან თამაშის დროს? მესი კარგად თამაშობს, სხვებზე ხუთი თავით მაღლაა“....
ფინელების ისტორიული ლუკმა რუსული საკმაზით
არ მგონია ოლიმპიური ჰოკეის ფინალში გასულ ფინელებს არ გახსენებოდათ ბაბუების გმირული ბრძოლა ფინეთ-რუსეთის ომში, რომელშიც საბჭოთა რუსეთმა ფინეთს ტერიტორიის 11% წაართვა, თითქმის ნახევარ მილიონ ფინელს კი სახლებიდან აყრა და გადასახლება აიძულა. არ მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვარ, ასე იქნებოდა, რაკი თავმოყვარე ხალხი ასეთ ამბებს არ ივიწყებს. ფინელ ჰოკეისტებს პეკინურ ყინულზე თვალსაჩინო სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ რუსეთის...
ნეიმარი ბრაზილიაზე წუხს…
სხვა ფასეულობები, დროში სხვაობა, თაობათა ცვლა – საინტერესო ამბავს შეეხო ნეიმარი. 30 წლის ბრაზილიელს გული წყდება ფანების შედარებით ნაკლებ ჩართულბაზე: „ბრაზილიის ნაკრები გულშემატკივრებისგან განცალკევებულია. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ჩვენს თამაშებზე ცოტას წერენ და ცოტას ლაპარაკობენ. ცუდი და მოსაწყენია, იყო ბრაზილიის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყნის ნაკრების თამაში ჰქვია“....









