წელი: 2022

Home 2022
სალაჰი: ვერც ჰოს გეტყვით და ვერც არას
ჩანაწერი

სალაჰი: ვერც ჰოს გეტყვით და ვერც არას

მოჰამედ სალაჰი არ მალავს, რომ „ლივერპულთან“ მისი საკონტრაქტო ურთიერთობა ძალიან მყიფეა. ფეხბურთელი ჯერ ვერ ამბობს პრობლემა მოგვარდება თუ ვერა. ეგვიპტელ ვარსკვლავს მერსისაიდელებთან თანამშრომლობის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება. ამბობენ, რომ ის კლუბს გასამრჯელოს მომატებას სთხოვს — კვირაში 400 000 გირვანქა უნდა. თუმცა, თავდამსხმელი ცდილობს გულშემატკივარი დაარწმუნოს, რომ მასა და კლუბს შორის გამართული ვაჭრობა მის თამაშზე არ...

ინგლისური ელ კლასიკო მტრობის ელემენტებით
ჩანაწერი

ინგლისური ელ კლასიკო მტრობის ელემენტებით

რამდენიმე დღის წინ პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება ესპანურ „ელ კლასიკოს“ შეადარა. ინგლისური „ელ კლასიკო“ შაბათს „ეტიჰედზე“ გაიმართება. ეს იქნება მატჩი რომელმაც, როგორც ამბობენ, პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ბედი უნდა გადაწყვიტოს. 2017 წლის შემდეგ, როდესაც პეპმა პირველად მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული, ქვეყანაში „სიტისა“ და „ლივერპულის“ ბატონობა დაიწყო. ხვალინდელ შეხვედრაზე დიდად არის დამოკიდებული, მაისში პრემიერლიგის...

დაფასება! ალექსანდრე ჩივაძე პირველია
ჩანაწერი

დაფასება! ალექსანდრე ჩივაძე პირველია

მის გარეშე წარმოუდგენელი იყო თბილისის „დინამოს“ ოქროს წლები. და ხუმრობა არაა, ამდენი წლის განმავლობაში არა მხოლოდ „დინამოს“, მთლიანად იმხელა საბჭოთა კავშირის კაპიტანი ყოფილიყავი. ეს ფეხბურთელობაზე მეტს ნიშნავდა. კაცი-ავტორიტეტი, კაცი-სიხალისე, კაცი-ურთიერთობა. ეს ალექსანდრე ჩივაძეა. 8 აპრილი ბატონი საშას დაბადების დღეა! საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს 67 წელი შეუსრულდა. თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ლეგენდარული კაპიტანი დააფასა და...

ძველი ქიშპი გაიხსენეს
ჩანაწერი

ძველი ქიშპი გაიხსენეს

კრიშტიანუ რონალდუ და უეინ რუნი ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ქიშპის მოთავე რუნი იყო, რომელმაც თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პორტუგალიელი უნდა გაუშვას. კრიშტიანუმ პასუხი არ დააყოვნა, თუმცა ის უფრო რბილი და ალბათ ირონიულიც იყო. მან ინსტაგრამში დაპოსტა თავისი და რუნის ფოტო, რომელსაც მიაწერა: „ორი ეჭვიანი“; თუმცა, ქართულად ჯობდა გვეთარგმნა: „ორი ამბიციური“. „სანმა“ კი მიზეზი იშოვა და „მანჩესტერ...

ჩელსის რამდენიმე დღე დაუმატეს
ჩანაწერი

ჩელსის რამდენიმე დღე დაუმატეს

„ჩელსის“ ამბავი ასეა: ოთხ მყიდველს დამატებითი დრო მისცეს, რათა თავიანთი წინადადებები უფრო დახვეწონ, გააძლიერონ და ისე წარმოადგინონ. თავდაპირველად, ბოლო ვადა ორშაბათამდე იყო დათქმული, მაგრამ „სქაი ნიუსმა“ შეიტყო, რომ კონკურენტებს რამდენიმე დღე დაუმატეს. ოთხშაბათს, როდესაც „ლურჯებმა“ „რეალთან“ შინ 1:3 წააგეს, მათთვის უთქვამთ, რომ გეგმების პრეზენტაცია მომდევნო კვირის მეორე ნახევარშიც შესაძლებელია. ვაჭრობის ოთხი მონაწილიდან ერთმა, ინკოგნიტომ, „სქაის“...

გვარდიოლა ბრაზილიის ნაკრებში?
ჩანაწერი

გვარდიოლა ბრაზილიის ნაკრებში?

„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისში გვარდიოლა „სელესაოს“ თავკაცობის იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ. ოღონდ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, როცა ახლანდელ დამრიგებელ ტიტეს, კონტრაქტის ვადა ამოეწურება (2022 წლის 31 დეკემბერს). წყაროს ცნობით, ბრაზილიიდან  უკვე დაუკავშირდნენ ესპანელ სპეციალისტსა და მის წარმომადგენლებს. კონკრეტული ციფრებიც დაუსახელეს: კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო...

იცით, ბოლოს როდის მოიგეს იტალიელებმა?
ჩანაწერი

იცით, ბოლოს როდის მოიგეს იტალიელებმა?

ბერგამოს „ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ევროპა ლიგაზე „ლაიფციგთან“ თამაშის წინ აღნიშნა, არ დაგავიწყდეთ, იტალიის გუნდებს ეს თასი 1999 წლის მერე არ მოუგიათო. შეგახსენებთ, ევროპა ლიგას 2009 წლამდე უეფას თასი ერქვა … და 1999 წელს „პარმამ“ მოიგო. ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ერნან კრესპო, ხუან სებასტიან ვერონი და სხვა ვარსკვლევები თამაშობდნენ მაშინ ალბერტო მალესანის გუნდში… „23...

ფილ ნევილის გასაჭირი
ჩანაწერი

ფილ ნევილის გასაჭირი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი ფილ ნევილი, თურმე, უკვე ათი წელიწადია თავის მდიდრულ ბინას ყიდის მანჩესტერის ცენტრში, მაგრამ საშველი აღარ დაადგა. ახლახან მან ფასი 1,25 მილიონ გირვანქამდე დასწია. პანდემიური შოკის პირობებში ბრიტანეთში (და არა მარტო) უძრავ ქონებაზე ფასები კატასტროფულად დაეცა, თუმცა 2021 წლის ბოლოს ისევ ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. მაშინ რატომ...

თოფი და ოქროს ბურთი
ჩანაწერი

თოფი და ოქროს ბურთი

„ოქროს ბურთის“ მფლობელი იგორ ბელანოვი (ფოტოზე მარცხნივ) იარაღით ხელში გამოჩნდა და უკრაინას იცავს. „დღეს შევხვდი ჩვენი ქვეყნის მებრძოლებს, მადლობა გადავუხადე მამაცობისთვისა და ვაჟკაცობისთვის, რომელსაც იჩენენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ! დიდება უკრაინას, დიდებმა გმირებს!“ – დაწერა ბელანოვმა სოციალურ ქსელში. 61 წლის ბელანოვი ოდესაში დაბადებულ-გაზრდილია, საუკეთესო წლები კი კიევის „დინამოში“ გაატარა: ვალერი ლობანოვსკის სუპერგუნდში თავდამსხმელი იყო, თასების თასი...

ევრას საჩხუბრად მარგო მოამზადებს
ჩანაწერი

ევრას საჩხუბრად მარგო მოამზადებს

მანჩესტერ იუნაიტედის, იუვენტუსისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი პატრის ევრა, საზოგადოებაში თავის მომხიბლავ ქალთან, მარგო ალექსანდრასთან ერთად გამოჩნდა. როგორც ვწერდით, 40 წლის პატრისს ახლა მოკრივეობა გადაუწყვეტავს და 30 აპრილს პირველად გავა რინგზე საჩვენებელ ბრძოლაში, ლონდონში, იუთუბის მოკრივის ადამ სალეჰის წინააღმდეგ. ცხადია, ტრიბუნიდან მას მგზნებარედ უქომაგებს პირმშვენიერი, სასურველი მარგო. მარგო ალექსანდრა 14 წლით უმცროსი გახლავთ პატრისზე....