იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად რომ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, ეს უკვე ძველია. „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ ეს ქართველი ფეხბურთელის პირველი აღიარება იყო.
და, აი, ჩვენთვის ფრიად სასიამოვნო და საგულისხმო ახალი ამბავი: უკვე სერიამ A აცხადებს, რომ იტალიაში აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.
როგორც სერია A-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ხვიჩას გარდა საუკეთესოობის კანდიდატი კიდევ ოთხი ფეხბურთელი იყო: პაულო დიბალა (რომა), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), ტეუნ კოოპმეინერსი (ატალანტა) და ლაუტარო მარტინესი (ინტერი) დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ სერიას A-ს აგვისტოს 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ესეც დავძინოთ: წლეულს პირველი შემთხვევა იყო, რომ თვის საუკეთესოს მხოლოდ გულშემატკივრები ასახელებენ.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
