დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალებამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის „რეინჯერსი”-„ნაპოლის” ჩატარება ეჭვქვეშ დააყენა. წესით შეხვედრა 13 სექტემბერს გლაზგოში უნდა გაიმართოს, მაგრამ შოტლანდიურმა კლუბმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უეფასთან შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ამ რთულ დროს შეიქმნა და ჯერაც არსებობს გაურკვევლობა მომავალ კვირაში გულშემატკივართა მგზავრობასა და თამაშზე შეშვებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სამოქალაქო რესურსი და პოლიცია ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, განსაკუთრებით სამშაბათს, 13 სექტემბერს. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 13 სექტემბერს „ნაპოლისთან” დანიშნულ მატჩთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები უეფას, შოტლანდიის პოლიციასა და „რეინჯერს” შორის. ჯერჯერობით კალენდარში რაიმე ცვლილება არ არის შეტანილი”, — წერია განცხადებაში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
