ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩში სლოვაკეთს 16:11 მოუგო და ფლეი-ოფში გავიდა. ამით პროგრამა მინიმუმი შესრულებულია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, რომელის მოგებაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოგვიტანს. თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, ამას რუმინეთი და ნიდერლანდები გაარკვევენ.
სლოვაკებთან მატჩი კი, დაძაბული არ გამოდგა. დეიან სტანოიევიჩის გუნდი თავიდანვე 5:0 დაწინაურდა და შემდეგ საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. 4 გოლი დუშან ვასიჩის ანგარიშზეა, 3 ბორის ვაპენსკიმ გაიტანა, 2-2 – ფაბიო ბარალდიმ და იოვან სარიჩმა, ხოლო თითო გოლი ნიკა შუშიაშვილმა, ხვიჩა ჯახაიამ, მარკო ელაჩამ, რევაზ იმნაიშვილმა და საბა ტყეშელაშვილმა მიითვალეს.
შეხვედრის ბოლოს, საქართველოს ნაკრების მეკარე ირაკლი რაზმაძე ტრიბუნაზე ავიდა და ხელი ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ომარ ფხაკაძის შვილისშვილს, ლიზა ფხაკაძეს თხოვა, რაზეც, ცხადია, თანხმობა მიიღო. ვულოცავთ…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
