თვე: აგვისტო 2022

Home 2022 აგვისტო
ისრაელმა პერიმეტრიდან დაგვბომბა
ჩანაწერი

ისრაელმა პერიმეტრიდან დაგვბომბა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისა და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართა ისრაელთან და უბრძოლველად დამარცხდა – 96:104. მეტოქე ძალიან კარგად გამოიყურებოდა და თითქმის ყველაფერი მისდიოდა. სამაგიეროდ, ილიას ზუროსის გუნდს უჭირდა დაცვაში. ებრაელებმა „დაგვბომბეს“ პერიმეტრიდან – 12 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ძალიან კარგად იხსნებოდნენ სამწამიან ზონაშიც და ჩვენს მაღლებს საქმე ძალიან გაურთულეს. ასეთი დაცვით ძალიან...

არინა მოწოდებაზე ურევს
ჩანაწერი

არინა მოწოდებაზე ურევს

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ტორონტოს მასტერსზე. ტურნირის მესამე წრეში ამერიკელმა თინეიჯერმა კოკო გაუფმა 7:5 4:6 7:6 სძლია მსოფლიოს მეექვსე ჩოგან არინა საბალენკას და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის მიმდინარეობისას კი ორივე ჩოგბურთელმა ჯამში 33 ორმაგი შეცდომა დაუშვა (საბალენკა 18, გოფი 15), რაც იშვიათი ამბავია, ერთგვარი ანტირეკორდიც. ბელარუსმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 4 მატჩში დაუშვა 15 ან მეტი ორმაგი შეცდომა...

… ასე ვეხმარები სამშობლოს
ჩანაწერი

… ასე ვეხმარები სამშობლოს

„ლეიკერსის“ ყოფილმა კალათბურთელმა სტანისლავ მედვედენკომ აუქციონზე გაყიდა NBA-ს 2 საჩემპიონო ბეჭედი, რომლებიც მან კალიფორნიული კლუბში ყოფნისას მოიგო. ბეჭდების ახალ მფლობელს თითოეული 126 767 დოლარად უყიდია. შეგახსენებთ, რომ სტანისლავ მედვედენკო ვეტერანი უკრაინელი კალათბურთელია, რომელმაც კობი ბრაიანტთან და შაკილ ონილთან ერთად 2001 და 2022 წლებში NBA-ს ჩემპიონობა ორჯერ მოიპოვა. მედვედენკოს ქვეყანა ამჟამად ომს აწარმოებს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ...

ყატარი ჩემპიონატის ადრე დაწყებას ითხოვს
ჩანაწერი

ყატარი ჩემპიონატის ადრე დაწყებას ითხოვს

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი ფიფამ, შესაძლოა, ერთი დღით ადრე გადმოიტანოს და 21 ნოემბრის ნაცვლად 20 ნოემბერს ჩაატაროს. საქმე ის არის, რომ კალენდრის მიხედვით, მუნდიალის პირველი სათამაშო დღე 21 ნოემბერია. ამ დღეს ოთხი შეხვედრაა დაგეგმილი: სენეგალი – ნიდერლანდები, ინგლისი – ირანი, ყატარი – ეკვადორი და აშშ – უელსი. გახსნის მატჩი სენეგალი – ნიდერლანდები...

ბენზემას თავდამსხმელი არ სჭირდება
ჩანაწერი

ბენზემას თავდამსხმელი არ სჭირდება

მადრიდის „რეალის“ მთავარ მეგოლეს, ქარიმ ბენზემას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე სამეფო კლუბს მეტი ფორვარდის დამატება აღარ სჭირდება. „ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. „რეალის“ თავდამსხმელი ჩვეულებრივი შემტევი არ არის, რომელიც დგას და ბურთს ელის. ის სულ უნდა მოძრაობდეს, თავისუფალ ადგილებს ეძებდეს, გუნდურად თამაშობდეს. კითხვაზე სჭირდება თუ არა „რეალს“ კიდევ ერთი შემტევის დამატება,...

ისევ კრიშტიანუ, კაცო?
ჩანაწერი

ისევ კრიშტიანუ, კაცო?

ფლორენტინო პერესმა წერტილი დაუსვა ჭორებს, თითქოს კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის შემთხვევაში „რეალში” გადავა. მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდიდან” თავის დაღწევას ცდილობს. მიზეზი ის არის, რომ „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში არ თამაშობს, კრიშტიანუს კი კარიერის ბოლო წლებში დიდი შეჯიბრების გარეშე ერთი სეზონის გაცდენაც არ უნდა. ამბობენ, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ყიდვა უნდათ „ჩელსის”, „ატლეტიკოსა”...

ლაპორტას თამაშები
ჩანაწერი

ლაპორტას თამაშები

ინგლისურმა „დეილი მეილმა” „ბარსელონას” შესახებ წერილი გამოქვეყნა, სადაც კლუბის პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას არნახულ აქტიურობაზეა ლაპარაკობს. გაზეთი წერს, რომ „ბლაუგრანას” შეფმა ლა ლიგის ფეარ-ფლეის წესებთან ისეთი თამაში გააჩაღა და ისეთი თამამი ნაბიჯები გადადგა, რომ კატალონიაში ყველა სახტად დარჩა. ადგილობრივ მედიას ეგონა, რომ ზაფხული წყნარი იქნებოდა, კლუბი სატრანსფერო ბაზარზე არ იაქტიურებდა და შემორჩენილ გროშ-კაპიკს დაზოგავდა. ვინ წარმოიდგენდა...

ლუკა კრემონეზელი
ჩანაწერი

ლუკა კრემონეზელი

ერთი ქარველიც იტალიურ სერია A-ში. 23 წლის მცველი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ გადავიდა. ლუკა თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, ავსტრიულ კლუბში კი 2020 წლიდან თამაშობდა, სადაც 69 მატჩი ჩაატარა. იყო ასევე სლოვაკურ „ჟილინაში“, კიევის „დინამოსა“ და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ეროვნულ გუნდში კი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2021 სექტემბრში ითამაშა ესპანეთთან და ბულგარეთთან  ამხანაგურ მატჩებში. სხვათა შორის, ლოჩოშვილთან ერთად...

ხუთოსანი „რეალი“
ჩანაწერი

ხუთოსანი „რეალი“

ახალი საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად არცთუ სანახაობრივი მატჩით გაიხსნა. უეფას სუპერთასის შეხვედრაში ლამის მოსიარულე „რეალმა“ „აინტრახტი“ 2:0 მშვიდად დაამარცხა, მეხუთედ მოიპოვა ეს პრიზი და რეკორდსმენებს – „ბარსელონას“ და „მილანს“ გაუთანაბრდა. ნათლად ჩანდა კლასში განსხვავება ჩემპიონთა და ევროპა ლიგის გამარჯვებულებს შორის. თამაში მართლაც მოსაწყენი გამოვიდა და ამას ჰელსინკის სტადიონის ტრიბუნებზე ხშირი სტვენაც ადასტურებდა. საერთოდ, მსგავს შეხვედრებში გუნდები...

ნიკო გახარებული ღამურაა
ჩანაწერი

ნიკო გახარებული ღამურაა

ნიკო გონსალესი უკვე ვალენსიაშია. ბარსელონელი „მესტალიაზე” წუხელ საღამოს 10 საათისთვის ჩავიდა. ახლა ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელს მოაწერს კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ერთი წლით, იჯარის წესით, „ღამურა” გახდება. ხელშეკრულებაში შემდგომი გამოსყიდვის უფლებაზე არაფერი იქნება ნათქვამი. ვალენსიაში ჩასულმა ნიკომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას თავად უნდოდა „ჩეების” გუნდში თამაში. უფრო სწორად, ნიკოს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა და...