ერთი ქარველიც იტალიურ სერია A-ში. 23 წლის მცველი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ გადავიდა.
ლუკა თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, ავსტრიულ კლუბში კი 2020 წლიდან თამაშობდა, სადაც 69 მატჩი ჩაატარა. იყო ასევე სლოვაკურ „ჟილინაში“, კიევის „დინამოსა“ და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ეროვნულ გუნდში კი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2021 სექტემბრში ითამაშა ესპანეთთან და ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩებში.
სხვათა შორის, ლოჩოშვილთან ერთად „კრემონეზემ“ „ლაციოდან“ გადაიბირა არგენტინელი ნახევარმცველი გონსალო ესკალანტე, ვისაც წლების წინ თბილისის „დინამოში“ შეიძლებოდა ეთამაშა…
„კრემონეზე“ სერია A-ში წლეულს აღზევდა და სეზონს 14 აგვისტოს, „ფიორენტინასთან“ გასვლითი მატჩით დაიწებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
