სარდალაშვილის ბრინჯაო

Home კატეგორიის გარეშე სარდალაშვილის ბრინჯაო
სარდალაშვილის ბრინჯაო

May be an image of 2 people, people standing and indoorზაგრების გრან პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველ დღეს მხოლოდ ბრინჯაოს მედალი ირგუნა.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგო სარდალაშვილმა ტაჯიკი მოჰამადსოლე ქუვატოვისა და ბრაზილიელი მეტიუ ტაკაკის დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში თავად წააგო ფრანგ მაქსიმ მერლინთან და მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა. იქ ჩვენებურმა ჯერ ტაჯიკი ჰაკბერდი ჯუმაიევს სძლია, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს მოუგო.

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე წონის უდავო ლიდერმა, ძალიან ცუდ სპორტულ ფორმაში მყოფმა ვაჟა მარგველაშვილი. ჩვენებურმა ზედიზედ მეორე ტურნირი ჩააგდო – ერთი კვირის წინ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე გამოეთიშა ტურნირს ნაადრევად, ზაგრებში კი, პირველივე ბრძოლა სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩთან დათმო.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...