ზაგრების გრან პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველ დღეს მხოლოდ ბრინჯაოს მედალი ირგუნა. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგო სარდალაშვილმა ტაჯიკი მოჰამადსოლე ქუვატოვისა და ბრაზილიელი მეტიუ ტაკაკის დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში თავად წააგო ფრანგ მაქსიმ მერლინთან და მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა. იქ ჩვენებურმა ჯერ ტაჯიკი ჰაკბერდი ჯუმაიევს სძლია, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს მოუგო. 66 კილოგრამამდე...
