მოგებული წავაგეთ

Home კატეგორიის გარეშე მოგებული წავაგეთ
მოგებული წავაგეთ

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამომ” საკუთარ აჭარაბეთ არენაზე ბრატისლავას “სლოვანთან” მოგებული მატჩი წააგო და კონფერენციის ლიგაზე გადაინაცვლა.

გუნდებმა ოთხი ტაიმი ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს და მთავარი მოვლენები დამატებით დროში დატრიალდა. 104-ე წუთზე დავითაშვილი რამდენიმე სლოვაკ ფეხბურთელს გასცდა და მეკარეს ახლო კუთხეში მძლავრად დაურტყა – 1:0.

სათამაშო 15 წუთი იყო. ბათუმელთა ორი შეცდომა და ორი გოლი – ეს მოხდა დარჩენილ დროში. ჯერ ტიგრან ბარსაგიანმა გაგვითანაბრა რიკოშეტით, ბოლო, 120-ე წუთზე კი, უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა კუთხური ჩააწოდა, ლაზარე კუპატაძე უხეშად შეცდა და “სლოვანს” გამარჯვება აჩუქა…

ავტორის პროფილი

მიხეილ ჟორჟოლიანი