„ჩელსიმ” მორიგი სატრანსფერო ფიასკო განიცადა: „ბარსელონას” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ლონდონელებს განუცხადა, რომ მათთან გადასვლას „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა უჯობს.
„იუნაიტედი” დიდი ხანია დე იონგის გადაბირებას ცდილობს და მას მერე, რაც გუნდის მწვრთნელად მისი თანამემამულე და ყოფილი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნა, საქმე როგორც ჩანს დაიძრა. ტენ ჰაგი დე იონგს „აიაქსში” წვრთნიდა.
როგორც მოგახსენეთ, „ჩელსის” ახალი მეპატრონე ტოდ ბოელი დე იონგის ხელში ჩასაგდებად საგანგებოდ ჩაფრინდა კატალონიაში, მაგრამ ნახევარმცველმა ამერიკელ ბიზნესმენს თავისი პოზიცია გულწრფელად აუხსნა. მან უთხრა, რომ თუ „ბარსელონას” დატოვებს, მხოლოდ „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგდება.
და მაინც, 25 წლის ვარსკვლავის ინგლისში გადაბარგებას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. ჯერ ერთი, „ბარსელონას” დე იონგის 20 მილიონი ევრო მართებს. ეს გახლავთ კოვიდ-პანდემიის დროს გადავადებული ხელფასი და ბონუსები. გარდა ამისა, ადრეც ითქვა, რომ ფეხბურთელს ყველაფერს „კამპ ნოუზე” დარჩენა ურჩევნია. დე იონგი ყოველთვის ამბობდა, რომ „ბარსელონა” მისი ოცნების გუნდი იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
