ჭდე: ტოდ ბოელი

Home ტოდ ბოელი
რით მოხიბლავენ დე ლაურენტისს?
ჩანაწერი

რით მოხიბლავენ დე ლაურენტისს?

„ჩელსი” გაჩერებას არ აპირებს. დასავლეთ ლონდონელებს ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე დიდი აქტიურობა აქვთ გადაწყვეტილი. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ინგლისელებმა იტალიაში დასახარჯად დიდძალი თანხა გადადეს. რომაული გაზეთი  LondonWorld-ზე დაყრდნობით ამბობს, რომ „ლურჯების” მთავარი მიზანი „ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენია. ისინი „აძურის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს 120 მილიონი გირვანქით უპირებენ მოხიბვლას, რაც ამჟამინდელი კურსით 135,341 მილიონი ევროა....

ჩელსიმ ამაოდ ისადილა
ჩანაწერი

ჩელსიმ ამაოდ ისადილა

„ჩელსიმ” მორიგი სატრანსფერო ფიასკო განიცადა: „ბარსელონას” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ლონდონელებს განუცხადა, რომ მათთან გადასვლას „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა უჯობს. „იუნაიტედი” დიდი ხანია დე იონგის გადაბირებას ცდილობს და მას მერე, რაც გუნდის მწვრთნელად მისი თანამემამულე და ყოფილი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნა, საქმე როგორც ჩანს დაიძრა. ტენ ჰაგი დე იონგს „აიაქსში” წვრთნიდა. როგორც მოგახსენეთ, „ჩელსის”...

რესტორანში სადილობენ ხოლმე
ჩანაწერი

რესტორანში სადილობენ ხოლმე

„ჩელსის” მეპატრონე ტოდ ბოელი ბარსელონაში ჩავიდა. ამბობენ, ამ ვიზიტის შედეგად ის ჰოლანდიელ ნახევარმცველს ფრენკი დე იონგს გადაიბირებს. ესპანეთში მოგზაურობას წინ მხარეებს შორის რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებები უძღოდა. „მირორის” თქმით, „ბარსა” და „ჩელსი” 56 მილიონ გირვანქზე შეთანხმდებიან. ბოელი ბარსელონის ერთ-ერთ რესტორანში შევიდა, სადაც მალევე მივიდნენ „ბლაუგრანას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მისი თანმხლებნი, ჯორდი კრუიფი (იოჰან კრუიფის ვაჟი)...

რონალდუ უნდათ თუ არ უნდათ?
ჩანაწერი

რონალდუ უნდათ თუ არ უნდათ?

როგორც ირკვევა, „ჩელსიში” ერთ აზრზე არ არიან. კლუბის ახალ მეპატრონეს ტოდ ბოელის ძალიან უნდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა, მაგრამ ამისათვის ის მწვრთნელს თომას ტუხელსაც უნდა სჭირდებოდეს. ბოელი ბიზნესმენია, მან „ჩელსი” ივნისში 4,2 მილიარდ გირვანქად იყიდა და ახლა სატრანსფერო ბაზარზე სჭირდება ეფექტური სვლის გაკეთება, 37 წლის რონალდუ კი საამისოდ ჩინებული კანდიდატურაა. რონალდუს „მანჩესტერ...

რონალდუს ჩემპიონთა ლიგაში უნდა თამაში
ჩანაწერი

რონალდუს ჩემპიონთა ლიგაში უნდა თამაში

კრიშტიანუ რონალდუს გარშემო აურზაური ატყდა. „სანი” წერს, რომ 37 წლის ვარსკვლავი ტრანსფერს ითხოვს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი” უარს ეუბნება. იმავე წერილში გაზეთი გვეუბნება, რომ პორტუგალიური წყაროების თანახმად თავდამსხმელს ტრანსფერი არ უთხოვია, თუმცა თავად კლუბი სხვანაირად ლაპარაკობს. ხელშეკრულების თანახმად რონალდუ „ოლდ ტრეფორდზე” კიდევ ერთ წელიწადს უნდა დარჩეს. კონტრაქტში წერია, რომ მხარეებს ამის მერეც შეუძლიათ ერთი სეზონით გაახანგრძლივონ...

წეწვა-ღლეტა ლონდონში
ჩანაწერი

წეწვა-ღლეტა ლონდონში

„არსენალს” ეგონა თავი ქუდში ჰქონდა — „ლიდს იუნაიტედიდან” რაფინიას ყიდულობდა და შუა მოლაპარაკებებში გახლდათ გართული, როდესაც „ჩელსიმ” ჯიბეზე ხელი გაიკრა და 60 მილიონი გირვანქა გამოაჩინა. „მეთოფეთა” წინადადება კი 30 მილიონის ფარგლებში ტრიალებდა. ბრაზილიელის აგენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დეკუმაც მომენტი ხელიდან არ გაუშვა და ახლა გარემარბი უკვე „სტემფორდ ბრიჯის” კარზე აკაკუნებს. დასავლეთ ლონდონელებს შეტევის ხაზის გადახალისება...

რონალდუს აგენტი და ჩელსის მეპატრონე ერთმანეთს შეხვდნენ
ჩანაწერი

რონალდუს აგენტი და ჩელსის მეპატრონე ერთმანეთს შეხვდნენ

„ჩელსის” ახალი მეპატრონე ტოდ ბოელი კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს შეხვდა. ეს გასული კვირის ამბავია, რომელიც ახლა გახდა ცნობილი. საუბრის თემა სუპერვარსკვლავის მომავალი ყოფილა. ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ The Athletic-მა მოიპოვა. ბოელისა და მენდეშს პორტუგალიელის „სტემფორდ ბრიჯზე” შესაძლო გადასვლის შესახებ ულაპარაკიათ. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ 37 წლის თავდამსხმელი აუცილებლად გადაბარგდება ლონდონში. მას „მანჩესტერ იუნაიტედთან”...