„ჩელსის” მეპატრონე ტოდ ბოელი ბარსელონაში ჩავიდა. ამბობენ, ამ ვიზიტის შედეგად ის ჰოლანდიელ ნახევარმცველს ფრენკი დე იონგს გადაიბირებს. ესპანეთში მოგზაურობას წინ მხარეებს შორის რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებები უძღოდა.
„მირორის” თქმით, „ბარსა” და „ჩელსი” 56 მილიონ გირვანქზე შეთანხმდებიან.
ბოელი ბარსელონის ერთ-ერთ რესტორანში შევიდა, სადაც მალევე მივიდნენ „ბლაუგრანას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მისი თანმხლებნი, ჯორდი კრუიფი (იოჰან კრუიფის ვაჟი) და მატეუ ალემანი. როდესაც ესპანური რადიო Cadena COPE-ს ჟურნალისტებმა ბოელის შეკრების მიზეზი ჰკითხა, ამერიკელმა უპასუხა: „უნდა ვისადილოთ”.
სადილი სადილად, მაგრამ წინა დღეს ლაპორტა კატეგორიულად აცხადებდა, რომ დე იონგს არსად უშვებს.
„ფრენკი არ იყიდება. ის „ბარსელონას” ფეხბურთელია”, — ამბობდა ის.
კაცმა რომ თქვას, დე იონგის ტრანსფერი სულაც არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც „ბარსას” და „ჩელსის” პრეზიდენტებს შეეძლოთ ელაპარაკათ. მათ 32 წლის სესარ ასპილიკუეტასა და 31 წლის მარკოს ალონსოს თემებიც ჰქონდათ განსახილველი. ცნობილია, რომ „ბარსას” ასპილიკუეტას გადაბირება რაც შეიძლება მალე სურს. ლაპარაკია ორწლიან კონტრაქტზე შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.
ამბობენ, რომ „ბარსა” ფეხბურთელებს პირად საკითხებზე უკვე შეუთანხმდა, თუმცა ტრანსფერში ბევრის გადახდა არ უნდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
