თვე: ივნისი 2022

Home 2022 ივნისი
ქართველთა საოცრებანი საფრანგეთსა და ინგლისში
ჩანაწერი

ქართველთა საოცრებანი საფრანგეთსა და ინგლისში

ქართველ მორაგბე ლეგიონერებს არნახულად წარმატებული უქმეები გამოუვიდათ.. ჯერ იყო და, პარასკევს, საფრანგეთის ტოპ 14-ის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში ლევან ჩილაჩავას „კასტრმა“ ჯერაც მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ 24:18 დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო ქართველი ბურჯი ტრადიციულად მეორე ტაიმში ფრანგი ვილფრიდ უნპატენის ნაცვლად შევიდა და როგორც ყოველთვის, „კასტრმა“ თამაშის სწორედ დასკვნით მონაკვეთში მოახერხა საწადელის მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ 30...

ქართული ფეხბურთი გაცილებით დიდია…
ჩანაწერი

ქართული ფეხბურთი გაცილებით დიდია…

მძიმე დღეები უდგას საქართველოს. გარშემო უნდობლობაა, დაპირისპირება. ხდება ის, რაც ათა-ბაბადან მოგვდგამს: ნაცვლად იმისა, რომ საქვეყნო საქმე ერთად გავაკეთოთ, ერთმანეთს ვერჩით და შვილებს მომავალს ვუფუჭებთ. დამძიმდა გული, აიმღვრა გონება. ნეტავ კი ვიყავით ოდესმე ერთსულოვანნი? – კითხულობს სასოწარკვეთილი ქართველი და აღარ ახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი-ორი კვირის წინ საერთოდ არ გვახსოვდა რამე თუ განგვასხვავებდა. არ გვახსოვდა,...

ვალენსია მორიბას დატოვებას არ აპირებს
ჩანაწერი

ვალენსია მორიბას დატოვებას არ აპირებს

გასული სეზონის მეორე ნახევარში, გვინეის ნაკრების 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ილიაშ მორიბა „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო, თუმცა ის გერმანულ „ლაფციგს” ეკუთვნოდა. ახლა მორიბა როგორც ჩანს „აიაქსში” გადადის და თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, მაშინ რაღაც თანხა… „ბარსელონასაც” ერგება. ასეთი დახლართული გახლავთ ფეხბურთელთა თანამედროვე ბაზარი. გვინეელი დედისა და ლიბერიელი მამის ვაჟი პროფესიონალად ესპანეთში ჩამოყალიბდა. თავიდან „ბარსელონას”...

ტოდორ ნედელევი საავადმყოფოდან გაწერეს
ჩანაწერი

ტოდორ ნედელევი საავადმყოფოდან გაწერეს

ბულგარეთის ნაკრებისა და პლოვდივის „ბოტევის” ნახევარმცველის ტოდორ ნედელევის შესახებ ბოლო ინფორმაცია ის გახლავთ, რომ ის 17 ივნისს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს და ამ ეტაპზე საქართველოს დედაქალაქში, სასტუმროშია. ეს ინფორმაცია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა გაავრცელა. ნედელევთან ერთად არის ქვეყნის ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი. შეგახსენებთ, რომ ნედელევი ბულგარელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტად დაშავდა იმ ავტოავარიაში, რომელიც თბილისში ერთა...

მანჩესტერ იუნაიტედმა მთელი ფული დაწვა
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედმა მთელი ფული დაწვა

„მანჩესტერ იუნაიტედი” უკმაყოფილოა, რომ გულწრფელი საუბარი, რომელიც რიჩარდ არნოლდსა და ფანებს შორის შედგა, ვიღაცამ გადაიღო და დაპოსტა. არნოლდი „იუნაიტედის” აღმასრულებელი შეფია. მან თქვა, რომ კლუბმა „მთელი ფული დაწვა” და გასულ წელიწადს f****** კოშმარი უწოდა. ეს პაბში მოხდა, სადაც მას და ფანებს შორის იმპროვიზებული შეხვედრა გაიმართა. არნოლდმა გულწრფელად აღიარა, რომ ვითარება მძიმეა, თუმცა ისიც დასძინა, რომ...

ჭია დინამოში
ჩანაწერი

ჭია დინამოში

თბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – გიორგი ჭიაბრიშვილი, ვინც კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და საქმეს შეუდგა. ​გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ჭიაბრიშვილმა თბილისის „საბურთალო“ და „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. მისი თავკაცობით თბილისელები სამი წლის წინ ქვეყნის თასს...

ზიდანი, ნაკრები, პსჟ
ჩანაწერი

ზიდანი, ნაკრები, პსჟ

თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმც მოულოდნელად გაირკვა, რომ ზინედინ ზიდანმა უარი თქვა „პარი სენ-ჟერმენის“ გაწვრთნაზე. ბოლო პერიოდში ზიდანი საერთაშორისო სპორტულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა, როგორც მაურისიო პოჩეტინოს ყველაზე რეალური ალტერნატივა, მაგრამ… ზიდანი, თურმე, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებას ელის და ეიმედება, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს შესთავაზებენ. ფრანგების თავკაც დიდიე დეშამს 2022 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება კონტრაქტი,...

რუსი გაქართველებულა
ჩანაწერი

რუსი გაქართველებულა

ნათელა ძალამიძემ, რომელიც აქამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მოქალაქეობა შეიცვალა, ქართული პასპორტი აიღო და მოახლოებულ „უიმბლდონზე“ ჩვენი სახელით ითამაშებს. ძალამიძე, აქამდე რუსეთში ვარჯიშობდა, WTA-ს რეიტინგშიც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლად იყო ხსენებული. ახლა კი მის პროფილზე საქართველო და ჩვენი ქვეყნის დროშაა მითითებული. ნათელა ძალამიძე WTA-ს 44-ე პოზიციაზეა, ოღონდ წყვილთა თანრიგში. მას ორი ტურნირი აქვს მოგებული. ბოლოს რუსეთის სახელით...

ქართული ტრანსფერი ირანში
ჩანაწერი

ქართული ტრანსფერი ირანში

გახსოვთ გიორგი გველესიანი? თბილისის „დინამოს“ ტანმაღალი ცენტრალური მცველი? ის ბოლო დროს ირანულ „სეპაჰანში“ გამოდიოდა, ახლა კი კლუბი შიცვალა და თეირანის „პერსეპოლისში“ გადაბარგდა, გუნდში, რომელიც 1963 წელს დაარსდა. „პერსეპოლისს“ ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ აქვს მოგებული ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, 6-ჯერ თასი, 4-ჯერ სუპერთასი, ერთხელ – აზიის თასების მფლობელთა თასი. გველესიანის ახალმა გუნდმა 2-ჯერ ითამაშა კონტინენტის ჩემპიონთა ლიგის ფინალში....

დათვივით მშიერი ნორვეგიელი
ჩანაწერი

დათვივით მშიერი ნორვეგიელი

ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდიდან” „მანჩესტერ სიტიში” გადავიდა, „ეტიჰედ სთედიუმზე” ჩავიდა და ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა, კლუბის მზარეულებს შეხვდა. 21 წლის ნორვეგიელი გოლების მანქანა დარწმუნდა, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში გემრიელი კვება გარანტირებული აქვს და დამშვიდდა. მან ისიც კი შეამოწმა, ამზადებენ თუ არა „ქალაქელი” მზარეულები მის საყვარელ კერძებს. „სიტიმ” გადაიღო ყველა კადრი, ბარსელონაში ჩატარებული ჰოლანდის სამედიცინო შემოწმებით...