სადიო მანე კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბავარიელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. „როცა აგენტმა ბაიერნის ჩემს მიმართ ინტერესზე მითხრა, ძალიან ავღელდი. მაშინვე დავინახე საკუთარი თავი იქ. „ბაიერნი“ ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელიც ყოველთვის ყველა ტიტულისთვის იბრძვის“, – თქვა სადიო მანემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. აქამდე დაიწერა, რომ სენეგალელში „რეკორდმაისტერი“ 32 მილიონ ევროს...
ბათუმი მეორეშიც პირველია
დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე. ლიდერი ისევ „ბათუმია“. ზღვისპირელები დამაჯერებლად პირველობენ, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 6 ქულით უსწრებენ და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ გამართული ნაბიჯით მიდიან. გულისხმიერი ჭია ხმაურიანი დებიუტი გამოუვიდა „დინამოში“ გიორგი ჭიაბრიშვილს. „დინამომ“ „გაგრას“ 5:0 მოუგო და რაც მთავარია, კარგი თამაში აჩვენა, რასაც ბოლო დროს მათგან იშვიათად ვხედავთ. გაიმარჯვა და ერთტურიანი პაუზის შემდეგ მეორე ადგილზე...
უარი ცხრანიშნაზე
„პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ საიდუმლოს ფარდა აჰხადა და თქვა, რომ ერთი წლის წინ „რეალი” კილიან მბაპეს სანაცვლოდ ცხრანიშნა თანხას სთავაზობდა, მაგრამ მან უარი თქვა. ამ ბიჭისთვის ფული მთავარი არ არისო, ბრძანა ალ ხელაიფიმ. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ მბაპემ „რეალში” გადასვლაზე უარი თქვა და „პარი სენ ჟერმენთან” ახალი ხელშეკრულება გააფორმა. პარიზელებთან მბაპეს ძველ...
რომელუმ იცის რომელ გზას დაადგეს
„ჩელსიმ” და „ინტერმა” საერთო ენა გამონახეს — ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ იჯარით მილანში ბრუნდება. გარიგება ერთწლიანია. მისი საფასურია 7 მილიონი გირვანქა. 29 წლის ლუკაკუში ლონდონელებმა „ინტერს” სულ რაღაც 10 თვის წინ 97,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. ახალა, ოღონდ უკან დაბრუნებულიყო და 29 წლის ფორვარდმა ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებაზეც კი განაცხადა თანხმობა — 12 მილიონ ევროს (10,3 მილიონი...
წყალბურთმა მსოფლიო მოგებით დაიწყო
უნგრეთში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთელთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრები პირველად მონაწილეობს და დუშან სტაინოვიჩის გუნდმა მონდიალი მოგებით დაიწყო! ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იყო. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ საქართველომ მატჩი 14:10 მოიგო. 2:2; 3:3 და ჩვენი გუნდი „აღელდა“ – ჩვენებმა 6:3 მოიგეს მესამე მეოთხედი და დასკვნითი მეოთხედის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. ბოლოს უკვე ტექნიკის...
ნიუკასლს პოუპი მოუნდა
„ნიუკასლი“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბარნლისთან“ მეკარე ნიკ პოუპის ტრანსფერის თაობაზე. რამდენიმე დღის წინათ, ბრიტანულ მედიაში დაიწერა, რომ ინგლისის ნაკრების კარის დარაჯი პირადად „კაჭკაჭების“ მთავარი მწვრთნელის, ედი ჰოუს პრიორიტეტული სამიზნეა ზაფხულის სატრანფერო ფანჯრისას. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში უფრო ხშირად „ნიუკასლის“ კარს სლოვაკი მარტინ დუბრავკა იცავდა. პოუპმა რვაჯერ მოირგო ინგლისის ნაკრების მაისურა და ერთი გოლი გაუშვა. ის...
წადით!
ახალი ამბავი ფიფადან: რუსეთსა და უკრაინაში მყოფ ლეგიონერეს 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ კლუბებთან კონტრაქტების შეჩერება. შეგახსენებთ, ეს ვადა აქამდე 2022 წლის 30 ივნისამდე იყო დათქმული. „ჩვენ ვეხმარებით ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რომლებიც უკრაინაში არსებული სიტუაციის დროს დაზარალდნენ. თუ უკრაინული და რუსული კლუბები უცხოელებთან 2022 წლის 30 ივნისამდე არ გააფორმებენ ხელშეკრულებას და ეს შეთანხმება წერილობით ფორმაში არ...
ქალები და ტრანსგენდერები გაყვეს
ტრანსგენდერი აქტივისტი ნორი მეი-ვილბი ცურვის საერთაშორისო ფედერაციის მხარეზე დადგა და გამოაცხადა, რომ ტრანსგენდერები ქალთა შეჯიბრებებში არ უნდა მონაწილეობდნენ. გასულ უქმეებზე, ბუდაპეშტში, ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო კანონი, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ელიტურ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს. როგორც მოგახსენეთ, ახალ კანონს მხარი დაუჭირა ნორი მეი-ვილბიმ. ეს ადამიანი იმით გახლავთ ცნობილი, რომ თავის დროზე მოიგო ისტორიული სასამართლო დავა, რის...
კრიშტიანუს ბუგატი კედელს შეასკდა
კრიშტიანუ რონალდუს 2 მილიონ ევროდ ღირებული „ბუგატი” მალიორკაზე ავარიაში მოყვა. შემთხვევას საგზაო პოლიცია იძიებს. როგორც ამბობენ, საჭესთან რონალდუს დაცვის წევრი იჯდა. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი იქ არ იყო. ინციდენტი პალმა დე მალიორკაში, უფრო ზუსტად ბუნიოლაში დილის 11 საათზე მოხდა. ავტომობილი სა კომად წოდებული კერძო საკუთრების კედელს შეასკდა. როგორც ამბობენ, მძღოლმა...
თამაშობ რუსეთში? დარჩი რუსეთში!
მოსკოვის „სპარტაკის“ პოლონელ მცველს, მაცეი რიბუსს, ქვეყნის ნაკრებში აღარ გამოიძახებენ და შესაბამისად ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ მიიღებს მონაწილეობას – გვამცნობს პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-ვერდი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩესლავ მიხნევიჩი, ესაუბრა 32 წლის ფეხბურთელს და აუხსნა, რომ მისი ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების მიზეზი რუსულ კლუბში თამაშია. 11 ივნისს რიბუსმა, თავისუფალი...









