უკრაინის ძიუდოს ფედერაციის განცხადებით, მათი ნაკრები ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. საქმე ისაა, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რუს და ბელარუს ათლეტებს ტურნირზე ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება მისცა: „ისეთი ლოზუნგების შემდეგ, როგორებიცაა: მეგობრობა, სოლიდარობა, მშვიდობა, სპორტი საზღვრებს გარეშე, ძიუდოს ღირებულებები – IJF-მა წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვა. ძიუდოს...
ვალენსიას და რეალის შეხვედრაში იუბილეს გადაიხდიან
გიორგი მამარდაშვილის კლუბის „ვალენსიას” ლეგენდარულ სტადიონს, „მესტალიას” მომავალ სეზონში 100 წელი უსრულდება. როგორც ჩანს, “ღამურები” ამ იუბილეს „რეალთან” საშინაო შეხვედრაში აღნიშნავენ. „ვალენსია” „რეალს” 2023 წლის მაისის ბოლოს, 35-ე ტურში მასპინძლობს. მატჩი 21 მაისს არის დანიშნული. „ვალენსიასა” და „რეალის” კალენდარული შეხვედრის გარდა, საზეიმო დღეებში დანიშნულია „ჩეებისა” და „ლევანტეს” ლეგენდების შეხვედრაც. სწორედ ამ გუნდების დაპირისპირება იყო პირველი,...
გინების ერთი დღე
თუ გაინტერესებთ „მანჩესტერ იუნაიტედში” როგორი ურთიერთობებია, ინებეთ: ბრუნო ფერნანდეშმა ბრაზილიელ თანაგუნდელებს ფრედსა და ალექს ტელეშს ქერინგტონის საწვრთნელი ცენტრის შესასვლელიდან გასძახა, ნუ ხართ ასეთი გამო….ები, თქვენ აქ ფეხბურთი უნდა ითამაშოთ, ფილმი კი არ უნდა გადაიღოთო. ვიდეომ, სადაც ეს ამბავია ასახული სოციალური ქსელები მოიარა, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი როდინდელია. ერთი ფაქტია, რომ ბრაზილიური სამარკეტინგო სააგენტო O...
ავტობუსიდან ვარდებოდა
ქვემოთ, ვიდეოზე დრამატულ მომენტს ხედავთ — ფოტოგრაფი, პირმშვენიერი ნური მარგუი მოზეიმე „ჟირონას” ავტობუსიდან ვარდებოდა, მაგრამ გადაარჩინეს. ახალგაზრდა ქალი რომ ჩავარდნილიყო, ალბათ სერიოზულად დაშავდებოდა. ის კატალონიური კლუბის ოფიციალური ფოტოგრაფია. „ჟირონა” პრიმერა დივიზიონში დაბრუნებას ზეიმობდა. მან ფლეი-ოფის ფინალში „ტენერიფეს” აჯობა — შინ 0:0 ითამაშა, მაგრამ სტუმრად, კანარის კუნძულზე 3:1 მოიგო. რეგულარულ ჩემპიონატში „ჟირონა” მე-6 ადგილზე გავიდა, მაგრამ...
გართულებული ფლეი ოფი
ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და მცირე სენსაციასთან ახლოს იყო. დეიან სტანოევიჩის გუნდი ჩერნოგორიას ეთამაშა და 9:10 დამარცხდა. მეტოქე უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და პირველი მეოთხედის შემდეგ სოლიდურადაც იგებდა 4:1. მეორე მეოთხედში ყველაფერი საჩვენოდ იყო – მეკარე, ძელი, ღმერთი და ანგარიშიც გათანაბრდა – 4:4. საქართველოს ნაკრების მეკარე ნიკოლოზ შუბლაძემ ყველაფერი მოიგერია,...
ბერლუსკონის ახალი ამბიციები
იტალიური „მონცა,“ რომლის პრეზიდენტი „მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, დირექტორი კი ადრიანო გალიანი, მადრიდის „რეალის“ 25 წლის თავდამსხმელის, ბორხა მაიორალის დამატებას აპირებს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მაიორალი ამჟამად იჯარის წესით „ხეტაფეს“ ღირსებას იცავს და კონტრაქტი ერთ კვირაში ეწურება. მას ადრეც უთამაშია იტალიაში, „რომას“ შემადგენლობაში (2020-22 წლებში). მაშინ ყველა ტურნირზე 56 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და...
ბიოლოგია ბიოლოგიაა
ახლა ფიფას დრო დადგა. სამშაბათს ლიგის რაგბიმ აუკრძალა ტრანსგენდერებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა, მანამდე კი ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ დაადგინა იგივე. იმედოვნებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ფიფაც მკაფიო შეხედულებას შეიქმნის და სწორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს. ამ ეტაპზე ტენდენცია ასეთია: ყველამ თავისი სქესის სპორტსმენთა შეჯიბრებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. აქამდე, ტრანსგენდერებს ქალთა შეჯიბრებებში შეეძლოთ გამოსვლა. ეს ძალიან მოსწონდათ ადამიანთა უფლებების...
ბედის ანაბარა დატოვებული
დიეგო მარადონას სიკვდილის გამო შესაძლოა რამდენიმე ადამიანი 25 წლით ციხეში ჩაჯდეს. იმ მედიკოსების სასამართლო, რომელთაც ნაოპერაციევ ლეგენდას შინ ჯეროვნად ვერ უმკურნალეს, ზოგი წყაროს თანახმად ჯერ არ დანიშნულა, „სანი” კი წერს, რომ 2023 წლის ბოლოს გაიმართება. ლაპარაკია 8 კაცზე. პროკურატურის მტკიცებით მათ პაციენტი ფაქტობრივად ბედის ანაბარა დატოვეს. არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა 2020 წლის...
ქართულ ფეხბურთს მალხაზ არზიანი გამოაკლდა
57 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად 80-იან წლებში თბილისის „დინამოს“ მარცხენა მცველი მალხაზ არზიანი გარდაიცვალა. არზიანი ფოთში დაიბადა, გაიზარდა და ფეხბურთის თამაშიც იქ დაიწყო, მაგრამ კარიერის საუკეთესო წლები თბილისის „დინამოში“ გაატარა. 1985 წელს საბჭოთა საქართველოს ნაკრებთან ერთად მოიგო გრანატკინის მემორიალი. საბჭოთა კავშირის დროს ნათამაშევი აქვს ბათუმის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიაში“. დამოუკიდებლობის შემდეგ – ფოთის „კოლხეთსა და...
ბაგაცკისის ქართული გეგმა
1 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რიგაში, უკრაინას შეხვდება. აინარს ბაგაცკისის გუნდმა შეკრება იტალიაში გაიარა. უკრაინელები ორი კვირაა ამ მატჩისთვის ემზადებიან და სურთ თბილისში წაგებისთვის (83:88) რევანში აიღონ. უკრაინელთა ლატვიელი მწვრთნელი რიგაში თავს კომფორტულად იგრძნობს, რადგან მისი მშობლიური ქალაქია. თუმც, მხოლოდ ამის იმედად არ არის და ჩვენთან სათამაშოდ გარკვეული გეგმა აქვს: „იტალიაში ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ....









