საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისა და ევრობასკეტისათვის განაგრძობს მზადებას.
ეროვნული გუნდი ამ მნიშვნელოვან შეხვედრებისთვის რამდენიმე შეკრებას გაივლის და 7 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, მეტოქეებიც ერთობ სერიოზული.
ამჟამად ნაკრები თბილისშია და 29 ივნისს რიგაში გაფრინდება, სადაც 1 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას ჩაატარებს უკრაინის ნაკრებთან, 2 ივლისს გუნდი თბილისში დაბრუნდება, 4-ში კი ახალ სპორტის სასახლეში მსოფლიოს შესარჩევში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.შემდეგ გუნდი დაისვენებს. 18 ივლისს კი მზადებას განაახლებს.
25 ივლისიდან ზუროსის შეგირდები სლოვენიაში გაემგზავრებიან და 4 აგვისტომდე იქ ივარჯიშებენ, 5-6 აგვისტოს კი უნგრეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.
11 და 13 აგვისტოს ზუროსის გუნდი დედაქალაქში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს ისრაელის ნაკრებთან.
15 აგვისტოდან კი ერონული გუნდი საბერძნეთში გადაინაცვლებს და „აკროპოლისის თასზე“ ითამაშებს. ჩვენების მეტოქეები საბერძნეთი, თურქეთი და პოლონეთის იქნებიან.
20 აგვისტოს ნაკრები დედაქალაქში დაბრუნდება და მოემზადება მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის (მეტოქეები მოგვიანებით გაირკვევა, თამაშები კი 24 აგვისტოს თბილისში და 27-ში სტუმრად იქნება).
28 აგვისტოდან საქართველოს ნაკრები დედაქალაქში დაბანაკდება და უკვე ევრობასკეტისთვის დაიწყებს მზადებას.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
