„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა ვარსკვლავმა პიტერ კრაუჩმა ანტონიო კონტე შეაქო, გუნდს მებრძოლი სულისკვეთება დაუბრუნაო. გუშინ „სფურზი“ ლესტერში 1:2-ს აგებდა, კონტე ჩრდილო ლონდონური გუნდის მწვრთნელის რანგში პირველი მარცხის პირას იდგა, როდესაც სტივენ ბერგვინმა მსაჯის წამატებულ წუთებში ორი გოლი გაიტანა და „დეზებს“ სამი ქულა შეჰმატა.
24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი კონტემ მოედანზე 79-ე წუთზე შეუშვა და მან ჯერ 90+5 წუთზე გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი 90+7 წუთზე გამარჯვების გოლიც შეაგდო.
კრაუჩს ბერგვინის თამაში ძალიან მოეწონა, მაგრამ ყველაზე მეტად იტალიელი მწვრთნელი შეაქო. მან თქვა, რომ კონტემ ჩრდილო ლონდონელები მორალურად გამარჯვებულ გუნდად აქცია. 40 წლის ვეტერანის აზრით „სფურზი“ აქამდე უკბილო გუნდი იყო, ახლა კი სახე იცვალა.
„რასაკვირველია, „ტოტენჰემს“ ჯერ კიდევ აქვს სუსტი მხარეები, მაგრამ თავად ის ფაქტი, თუ როგორ მოვიდა კონტე და როგორ დააწყებინა გუნდს მოგება, ძალიან შთამბეჭდავია. ახლა „სფურზისთვის“ ოთხეულის კარი ღიაა. ფანები მომავლის რწმენით აღივსნენ.
ფეხბურთი მეტი კი არაფერია. ხომ ნახეთ „ლესტერთან“ შეხვედრის ბოლო წუთები. აი, ეს არის მთავარი.
ანტონიო კონტე კლუბში მოვიდა და ასეთი სტილით იგებს. მიხარია, ამის მოწმე რომ გავხდი“ — თქვა კრაუჩმა.
„ტოტენჰემს” სხვებზე ცოტა, 19 თამაში აქვს ჩატარებული. ის 36 ქულით მე-5 ადგილზეა.
https://www.youtube.com/watch?v=tPXMvmDbVfY
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
