ბოლო დროს მივეჩვიეთ, რომ ევროპის სტადიონები მეტ-ნაკლებად თითქმის ყველგან ივსება. თუმცა, გერმანიაში კოვიდსიტუაცია გართულებულა და ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი და ხვალინდელი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებიც ლაიფციგსა და მინხენში უმაყურებლოდ ჩატარდება. „ვნერვიულობთ, რადგან გერმანიაში არცთუ კარგი კოვიდსიტუაციაა. პრობლემა ვერ მოგვარდა. ისევ აუცილებელია პირბადეებით სიარული და დიდი სიფრთხილეა საჭირო. კარგი იქნებოდა სავსე ტრიბუნების ფონზე თამაში, მაგრამ რა...
ბულგარელმა თქვა რუნი…
ზედიზედ რვა მოუგებელი შეხვედრის შემდეგ „ევეროტონმა“, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და წუხელ „არსენალი“ 2:1 დაამარცხა. ლივერპულელები ამ შეხვედრასაც აგებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ იყოჩაღეს. ამ წარმატების მიუხედავად დაირხა ხმები რომ „ევერტონი“ ესპანელ მწვრთნელ რაფა ბენიტესს მალე დაემშვიდობება და მის ნაცვლად უეინ რუნის უხმობს, ვინც საფეხბურთო კარიერა სწორედ ლივერპულის ამ კლუბში დაიწყო. ის ახლა „დერბის“ თავკაცობს. სამწვრთნელო საქმე...
სიმეონე შემადგენლობას ცვლის
„ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. მადრიდელებს ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისა და ფლეი-ოფში მოხვედრისთვის რთული სატურნირო ლაბირინთის გავლა მოუწევთ. B ჯგუფიდან გასული „ლივერპულია“, დანარჩენები კი საკუთარი თავისა და იღბლის იმედად არიან. დიეგო სიმეონეს გუნდმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. თუ „პორტუ“ მოუგებს — ის გავა. მეორე თამაშის შედეგს მნიშვნელობა...
ოცდამეშვიდემ არ გაამართლა
„ევერტონის“ ფანებმა დათქმული ვერ შეასრულეს. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, „არსენალთან“ შეხვედრის 27-ე წუთზე პროტესტის ნიშნად ტრიბუნები დაეტოვებინათ, მაგრამ ეს მხოლოდ გულშემატკივართა ნაწილმა შეძლო. დანარჩენები სტადიონზე დარჩნენ და „ევერტონ“, „ევერტონს“ გაიძახოდნენ. 27-ე წუთი რატომ? იმიტომ, რომ ქალაქ ლივერპულის ამ გუნდს 27 წელია ჯილდო არ მოუგია. „ირისები“ მიმდინარე სეზონსაც საცოდავად ატარებენ და „არსენალთან“ შეხვედრამდე მე-16 ადგილზე ჩარჩენილებს ბოლო...
ბათუმი – პირველი და მეათე
ეროვნული ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. მხოლოდ ფლეი აუტის ოთხი შეხვედრა დარჩა გასამართი, რომელიც საბოლოოდ გაარკვევს ლიგაში დარჩენილ-გავარდნილის ვინაობას. 8 და 12 დეკემბერს მარტვილის „მერანი“ ქუთაისის „ტორპედოს,“ „გაგრა“ კი „შუქურას“ შეხვდება. ჩემპიონი, ისტორიაში პირველად, ბათუმის „დინამოა“. ზღვისპირელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი და ქვეყნის რიგით მე-10 ჩემპიონები დამსახურებულად გახდნენ თბილისის „დინამოს“ (18), ქუთაისის „ტორპედოს“ (4), თბილისის „ვიტ ჯორჯიას“...
ბარსანახევარი
„ბარსელონას“ მესის წასვლა რომ დაეტყობოდა, რა ძნელი გამოსაცნობი იყო, მაგრამ ის, რაც ახლა კატალონიურ გუნდში ხდება, მათთვის კარგს არაფერს მოასწავებს. წლეულს „ბარსას“ უმთავრესი პრობლემა შეტევაა და ეს სტატისტიკითაც მარტივად ჩანს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში „ბარსელონამ“ 25 გოლი გაიტანა. ეს კი ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებლის განახევარებული შედეგია. ანუ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, „ბლაუგრანას“ საწყის...
ქება ბექათა !
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელებმა ბექა გორგაძემ და ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურში თავი გამოიჩინეს და პირადი ანგარიში თითო გატანილ ლელოთი გაზარდეს. გორგაძემ თავის ახალ კლუბ „პოში“ სულაც სადებიუტო ლელო დადო. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი „ტულონთან“ საშინაო მატჩში 50-ე წუთზე ჩაერთო და ბასკთა ბოლო შეტევაში ანგარიში გაათანაბრა – 16:16. შერკინებიდან ბურთი თავად წაიღო, კინაღამ ლელო დადო,...
მოკეტე!
„იუვენტუსის“ ესპანელ თავდამსხმელს ალვარო მორატას მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მოკეტეო“ მკვახედ მიაძახა. ეს მოხდა „ჯენოასთან“ შეხვედრაში, რომელიც „ბებერმა ქალბატონმა“ 2:0 მოიგო. 72-ე წუთზე მორატამ „ჯენოას“ საჯარიმოში ხელით ითამაშა. არბიტრმა ესპანელი დააჯარიმა. მორატა აღშფოთდა, თავი ვეღარ მოთოკა და მსაჯს, აგრეთვე მეტოქე გუნდის მცველ დავიდე ბირასკის ლანძღვა დაუწყო, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. მასიმილიანო ალეგრიმ ფორვარდის ქცევა სახიფათოდ მიიჩნია...
ესპანეთში ფულზე დავობენ
ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის გეგმები ირყევა. ბევრჯერ დაგვიწერია, რომ მან თანამშრომლობა წამოიწყო ბრიტანულ საინვესტიციო ფირმასთან სახელწოდებით CVC Capital Partners და ამ თანამშრომლობას „პროექტი იმპულსი“ დაარქვა. ლაპარაკია ესპანური კლუბებისთვის დიდძალი თანხის გამოყოფაზე, მაგრამ სამმა კლუბმა „რეალმა“, „ბარსელონამ“ და „ბილბაომ“ პროცესში მონაწილეობა არ ისურვა. როგორც კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ შეიტყო, ხსენებულმა კლუბებმა ტებასს ალტერნატიული პროექტი შესთავაზეს. დიდი...
იგივე ხალხი და შეცვლილი სქემა
„ოლდ ტრეფორდზე“ გუშინ შეხვედრას ახალი შეფი მართავდა — რალფ რანგნიკი. გერმანელის დებიუტი წარმატებული გამოდგა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „კრისტალ პალასს“ 1:0 მოუგო. მანჩესტერელებმა სოლიდურად ითამაშეს და ფრედის ლამაზი გოლით გაიმარჯვეს. ინგლისელი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ არასტაბილურობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „იუნაიტედის“ მიერ „არსენალის“ 3:2 ძლევის დროს შესამჩნევი იყო, ამ შეხვედრაში აღარ შეინიშნებოდა. ხოლო რანგნიკი იყო ერთადერთი, ვინ...








