რეაქციაც ამას ჰქვია! როდესაც მო სალაჰს „ევერტონისა“ და „ლივერპულის“ მატჩის შემდეგ ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეშვიდე ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით, ეგვიპტელს სიცილი წასკდა. მერსისაიდელთა ვარსკვლავი პრემიერლიგელთა შორისაც კი არ იყო პირველი. შვიდეულში მასზე ზემოთ მოხვდნენ კრიშტიანუ რონალდუ, ნგოლო კანტე და ჟორჟინიო. „ოქროს ბურთი“ კი მოგეხსენებათ მეშვიდედ მოიგო ლეო მესიმ. ინგლისური პრესა წერს, რომ...
ოქროს ბურთი 2020-ში გადაგორდება
მეშვიდე ოქროს ბურთის ჩაბარებისას, ლეო მესიმ რობერტ ლევანდოვსკის გახედა და საჯაროდ უთხრა, რომ შარშან დანამდვილებით მას ერგებოდა ეს ჯილდო… ძნელად დასაჯერებელია, რომ პოლონელს მესის ეს სიტყვები გულზე მალამოდ მოსცხებოდა. მესის ახალი არაფერი უთქვამს – არავინ დაობს რომ შარშან „ოქროს ბურთი“ სწორედ ლევანდოვსკის ერგებოდა. ჰოდა, როგორც ჩანს, საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ მოექცა „ფრანს ფუტბოლის“ მთავარი რედაქტორი პასკალ ფერე,...
ვის ჩააცმევს რანგნიკი ბალერინას კაბას?
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი დროებითი მწვრთნელი, 63 წლის გერმანელი რალფ რანგნიკი დისციპლინას საგანგებო ყურადღებას აქცევს. „ლაიფციგში“ მუშაობის დროს, მას კლუბში „ბედის ბორბალი“ ედგა და მისი ტრიალი წყვეტდა ურჩ მოთამაშეთაგან რომელი როგორ დაისჯებოდა. თუ რანგნიკი ამ ხერხს ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზეც დანერგავს, „ბორბალი გადაწყვეტს“ ჩაიცვამს თუ არა ვთქვათ ჰარი მაგუაირი ბალერინის კაბას, იმუშავებს თუ არა კრიშტიანუ რონალდუ საკლუბო...
დონარუმა თეთრკანიანია, მენდი — შავკანიანი
პატრის ევრამ პარიზში ჩატარებულ „ოქროს ბურთის“ ცერემონიალში რასიზმი დაინახა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, 40 წლის გაფრანგებულმა სენეგალელმა თქვა, რომ საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი პრიზი, რომელიც ლევ იაშინის სახელს ატარებს, „ჩელსის“ გოლკიპერ ედუარ მენდის ეკუთვნოდა, „პარი სენ ჟერმენიის“ იტალიელ კარის მცველ ჯანლუიჯი დონარუმას კი იმიტომ მისცეს, რომ ის თეთრკანიანია. მენდიმ „ჩელსის“ შემადგენლობაში 2021 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო....



