როგორც იქნა, დაბრუნდა ის დრო, როცა საქართველოში საერთაშორისო სარაგბო მატჩს სტადიონის ტრიბუნებიდან თვალ-ყურს გულშემატკივრები ადევნებენ. მერე რა, რომ ისედაც არცთუ ტევადი „ავჭალა“ მხოლოდ 30%-ით შეივსება. მთავარია, რომ უამრავი ადამიანი კვლავ შეიგრძნობს რაგბის სულისკვეთებას არა ტელეეკრანთან მჯდომი, არამედ მოქმედების უშუალო სიახლოვეს, უმთავრესი კი ისაა, რომ ქართველ მორაგბეებს დაემატებათ მე-16 მოთამაშე, რომელიც ესოდენ აკლდა აგერ უკვე თითქმის...
სტადიონი-კარავი ყატარში
ყატარი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სამასპინძლოდ პრაქტიკულად მზადაა. მსოფლიო ჩემპიონატი სულ 8 სტადიონზე გაიმართება. ერთერთ სტადიონის გახსნამდე მცირე სამუშაოები დარჩა და ეგაა… იქამდე კი კიდევ ერთი არენა მოეწყო. უნიკალური – ქალაქ ალ-ხორის „ალ ბეიტი“. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სტადიონი გადასაჭიმი სახურავით იქნება გამორჩეული… „ალ ბეიტი“ 60 000 მაყურებელს იტევს. სხვა სტადიონების გარდა, იქ ჯგუფური მატჩების გარდა...
გრიზლიმ ოკლაჰომა დატორა
„მემფის გრიზლი“ NBA-ს რეკორდსმენია. მემფისელებმა საკუთარ კედლებში „ოკლაჰომა“ ანგარიშით 152:79 დაამარცხეს და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირეს. აქამდე რეკორდი „კლივლენდ კავალიერსს“ ეკუთვნოდა, რომელმაც 1991 წლის 17 დეკემბერს, „მაიამი ჰიტი“ 68 ქულის სხვაობით, 148:80 დაამარცხა. „მემფისმა“ რამდენიმე საკლუბო რეკორდიც დაამყარა: ცხადია, ყველაზე დიდი სხვაობით მოგება ისტორიაში; ერთ მატჩი ყველაზე მეტი მოპოვებული ქულა; სათადარიგო...
სარბიელი ციფრულად და ყველასთვის!
უმნიშვნელოვანესი ამბავი „სარბიელისთვის“ და ვფიქრობთ, შესანიშნავი საჩუქარი ჩვენი მკითხველისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკა „სარბიელის“ გაციფრულებას იწყებს! ეს უზარმაზარი მოცულობის სამუშაოა – ჩვენი გაზეთის პირველი ნომერი ხომ 1990 წლის 28 დეკემბერს გამოვიდა. გაციფრულდება თითოეული ნომერი, თითოეული გვერდი. გარდა ამისა, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ „სარბიელის“ უმდიდრესი ფოტოარქივის გაციფრულების ვალდებულებაც აიღო. ამ ყველაფერზე კი ნებისმიერ ადამიანს სრულიად თავისუფალი წვდომა ექნება! სარბიელელებს გვსურს...
ეს მამარდაშვილი არ არის
ესპანეთის სამეფო თასის 1/64 ფინალში „ვალენსიამ“ სტუმრად ითამაშა „უტრილასთან“ და მარკოს ანდრეს, მუსას და კობა კოინდრედის გოლებით 3:0 მოიგო. თამაშის წინა დღეებში ესპანური პრესა წერდა, რომ ხოსე ბორდალასი სუსტ მეტოქესთან სათადარიგო შემადგენლობით აპირებდა თამაშს და ერთადერთი საფიქრალი ის ჰქონდა, თუ ვინ დაეყენებინა კარში, 21 წლის გიორგი მამარდაშვილი თუ 31 წლის ხაუმე დომენეკი. ბორდალასმა დომენეკს სცა...
ქერიკი რანგნიკთან აღარ დარჩა
მაიკლ ქერიკი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდა! ეს, წუხელ, მანჩესტერელთა მიერ „არსენალის“ 3:2 ძლევიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ყოფილმა ნახევარმცველმა „ოლდ ტრეფორდზე“ გატარებული 15 წლის შემდეგ რალფ რანგნიკის ასისტენტობას საყვარელ კლუბთან გამოთხოვება არჩია. 40 წლის ქერიკი „იუნაიტედში“ 2006 წელს, „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ გადავიდა. ლონდონელებმა ის 18 მილიონ გირვანქად გაყიდეს. ამის შემდეგ, 12 წლის განმავლობაში ქერიკი „იუნაიტედის“ ფეხბურთელი იყო. მან...
იუნაიტედმა რანგნიკს მოგება აჩვენა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ტრიბუნიდან უყურებდა, თუ როგორც შემოატრიალა თამაში მისმა მომავალმა გუნდმა, მოუგო რა „ოლდ ტრეფორდზე“ „არსენალს“ 3:2. ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის მე-800 და 801-ე გოლები გაიტანა. ლონდონელებმა იცოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში „ვესტ ჰემს“ ადგილს გაუცვლიდნენ, მეოთხეზე ამაღლდებოდნენ და მათი მოწადინება დაფასდა — „მეთოფეებმა“ ანგარიში გახსნეს, თუმცა გოლი ცოტა უცნაური...
ალენს უნიკალური მისდევს
NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანი, დიდების დარბაზის წევრს, NBA-ს ორგზის ჩემპიონსა და „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის 10-გზის მონაწილე რეი ალენს აქვს ჩაგდებული – 2973. თუმცა, ალენს თანამდროვე კალათბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავის, სტეფ კარის სუნთქვა ესმის, რომელსაც პერიმეტრიდან ბურთი კალათში უკვე 2850-ჯერ მოუთავსებია. კარიმ ალენს პროცენტული მაჩვენებლით უკვე გადაასწრო. კარის რეალიზაციის პროცენტი 43,3-ია, ხოლო ალენს ზუსტად ტყორცნების 40%...
მოგვისმინეთ!
სათამაშო ბიზნესი ჩაძირვის პირასაა. მთავრობას პარლამენტში შეაქვს ახალი კანონპროექტი (თუ უკვე არ შეიტანა), რომლის მიხედვითაც ონლაინ-ტოტალიზატორებს გადასახადები 70 პროცენტამდე უნდა გაეზარდოთ; უნდა აეკრძალოთ სარეკლამო საქმიანობა; უნდა აიკრძალოს 25 წლამდე მოქალაქეების ვერიფიკაცია… ეს პირველ ეტაპზე, დრო და დრო კი უარესსაც უნდა ველოდოთო, ამბობენ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც მედიას თავიანთი ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი მამულაიშვილი წარგვიდგინეს და გავიგეთ,...
ბენზემამ ისევ გოლი გაიტანა
ქარიმ ბენზემამ ისევ გოლი გაიტანა. ის წარმატებით განაგრძობს ბრძოლას პიჩიჩის ანუ ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის. „ლოს ბლანკოსმა“ ამჯერად „ბილბაოს“ მოუგო 1:0, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბასკებმა მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს. მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში თავიდან სტუმრებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ბრწყინვალე საგოლე მომენტი ჰქონდა ინიაკი ვილიამსს, მაგრამ ტიბო კურტუას მის თავით დარტყმულზე ფენომენალური რეაქცია ჰქონდა....









