ასე ადრე „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგიდან 21 წელიწადია არ გავარდნილა. „ბლაუგრანამ“ მიუნხენში, „ბაიერნთან“ 0:3 წააგო, არადა ეს იყო შეხვედრა, რომელიც აუცილებლად უნდა მოეგო. „ბლაუგრანა“ შეჯიბრებას ჯგუფური ეტაპიდან დაემშვიდობა. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩის ანტიგმირი იყო, ეს გახლდათ 29 წლის ნაქები გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელმაც პირველი გოლის დროსაც ვერ ითამაშა მთლად ყოჩაღად, მეორე...
თასი საბურთალოზე
საქართველოს თასი საბურთალოზე წავიდა. თბილისელებმა, ქუთაისში, წყალტუბოს „სამგურალი“ 1:0 დაამარცხეს და ისტორიაში მეორედ აღმართეს დავით ყიფიანის სახელობის ქვეყნის თასი. როგორც გადამწყვეტ მატჩებს შეეფერება, სანახაობრივად ვერც ქუთაისურმა ფინალმა ივარგა. ცხადია, დაძაბულობა იგრძნობოდა, ოღონდ სხვა არაფერი. მეტოქეები კარის უსაფრთხოებაზე მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე გოლის გატანაზე. ხშირად, ასეთი მატჩებისას საერთო სურათი ერთი გოლის შემდეგ იცვლება, ოღონდ არა ქუთაისში. 65-ე...
პრეზიდენტი არჩევნებამდე ცნობილია
მხოლოდ ფაქტები 🏀 30 ნოემბერი: ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ქართული ოცნებიდან ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. იმავე დღეს „სარბიელმა“ დაწერა: არჩევნების მდიდარი გამოცდილება გვკარნახობს, რომ პრეზიდენტი ის გახდება, ვისი არჩევაც დროის მოცემულ მონაკვეთში მმართველ პოლიტიკურ ძალას სურს 🏀 1 დეკემბერი: კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა საკუთარი კანდიდატურა მეორე ვადით დაარეგისტრირა. 🏀...
ტორპედო კრახის ზღვარზე
8 დეკემბერს ეროვნული ლიგის ფლეი აუტის პირველი მატჩები გაიმართა. ცოტა მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა მარტვილში, სადაც ადგილობრივმა „მერანმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე-13 წუთზე შეიკნე სილამ გახსნა. 34-ზე კი კიჭი მელიავამ საბოლოო წერტილი დასვა. ამ გამარჯვებით ჭყონდიდელებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს უმაღლესი ლიგისკენ. „ტორპედოს“ კი დიდი ძალისხმევა მოუწევს ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად. მეორე შეხვედრაში „შუქურამ“...
ალერი და აიაქსი: ზედიზედ ექვსი
სამშაბათ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „აიაქსმა“ ლისაბონის „სპორტინგი“ შინ 42 დაამარცხა და მაქსიმალური 18 ქულით C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამსტერდამელებმა ჯამში 20 ბურთი გაიტანეს, რაც ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია მიმდინარე გათამაშებაში. ამსტერდამული კლუბი მე-9 გუნდი გახდა, რომელმაც ტურნირის ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე 20 და მეტი გოლის გატანა შეძლო. ამ გოლების ზუსტად ნახევარი კი...
პრემიერლიგა საშობაო ლოქდაუნისთვის ემზადება
პრემიერლიგა ლოქდაუნის საშიშროების წინაშეა. საშობაოდ სტადიონებზე შეიძლება ხალხი აღარ შეუშვან. მიზეზი: ინგლისს covid 19-ის ახალი შტამი, „ომიკრონი“ უტევს. პირველი, რაც ინგლისური ფეხბურთის შეფებს თავში აზრად მოუვიდათ, კოვიდ-პასპორტების ამოქმედება და სტადიონებზე მხოლოდ აცრილი ფანების შეშვება იყო, მაგრამ გაირკვა, რომ ამ გეგმამ შეიძლება ვერ იმუშაოს. ახლა ამბობენ, ახალი ლოქდაუნი დაგვჭირდებაო და დიდძალი შემოსავლის დაკარგვისთვის ემზადებიან. პანიკა „ტოტენჰემ...
გამბიტი არ გამოვიდა
გამბიტი, მოგეხსენებათ, იტალიური სიტყვაა და სარმას ნიშნავს. ჭადრაკის ისტორიისთვის სარმის დადება გამოუვიდათ სტრიმინგ-გიგანტ Netflix-ის სცენარისტებს და კონსულტანტებს, როცა კოხტაგოგო ანია ტეილორ ჯოის ნათამაშევი ბეტ ჰარმონის სახით მაყურებელს მოჭადრაკე ვაჟებთან მართლა წარმატებით მეომარი პირველი ქალი წარუდგინეს. არადა ხომ ვიცით… სამართლიანობის აღსადგენად უამრავი ვაჟ-დიდოსტატის დამმარცხებელმა მსოფლიო ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა კომპანია Netflix-ს სასამართლოში უჩივლა და პირველ წარმატებასაც მიაღწია:...
გადარეული შეხვედრა
აცრემლებულმა ლუის სუარესმა მოედანი მე-13 წუთზე დატოვა. ეს მოხდა „ესტადიო დრაგაოზე“, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „პორტუსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ გადამწყვეტ შეხვედრაში. „ატლეტიკომ“ მოიგო 3:1. სუარესის მოედნიდან გასვლის მიზეზი ტრავმა გახლდათ. შეხვედრა იმდენად დაძაბული იყო და ურუგვაელს იმდენად უნდოდა მასში მონაწილეობა, რომ ცრემლი ვერ შეიკავა, მაგრამ მოედანზე მისი გუნდის სასიკეთო ამბები დატრიალდა. ეს გახლდათ...
საქართველომ მეტოქეები გაარკვია
1-9 იანვარს ავსტრალიაში ATP CUP გაიმართება, სადაც 16 ნაკრები მიიღებს მინაწილეობას. ნიკოლოზ ბასილაშვილის რეიტინგის წყალობით, იქ იქნება საქართველოს ნაკრებიც, რომელიც D ჯგუფში პოლონეთთან, საბერძნეთთან და არგენტინასთან ერთად მოხვდა. სულ, 16 ნაკრები ოთხ ჯგუფში გადაანაწილდა A ჯგუფი: სერბეთი, ნორვეგია, ჩილე, ესპანეთი B ჯგუფი: რუსეთი, იტალია, ავსტრია, ავსტრალია C ჯგუფი: გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ D ჯგუფი:...
ვაკო კორეაში აღიარეს
საქართველოს ნაკრებისა და სამხრეთ კორეის ულსან ჰიუნდაის ვაკო ყაზაიშვილი K ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ ვაკო კორეში წინა ზამთარს გადაბარგდა. მაშ შემდეგ ულსან ჰიუნდაის მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში კი 14 გოლი გაიტანა. აქვე ვთქვათ, რომ ყაზაიშვილმა წლეულს საქართველოს ნაკრების 4 მატჩში ითამაშა. ეროვნულ გუნდის მაისურით სულ ჩატარებულ 57 შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილს 11 გოლი აქვს...









