თვე: დეკემბერი 2021

Home 2021 დეკემბერი
რაიოლა ოქროს ბურთს სერიოზულად არ უყურებს
ჩანაწერი

რაიოლა ოქროს ბურთს სერიოზულად არ უყურებს

ნოემბრის ბოლოს „ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთის“ ტრადიციული დაჯილდოება მოაწყო. ფრანგული ჟურნალის მიერ გამოკითხულთა ვერსიით მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეშვიდედ გახდა არგენტინელი ლეო მესი, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მსოფლიოში ცნობილმა საფეხბურთო საქმოსანმა მინო რაიოლამ თქვა, რომ ამ გამოკითხვას პატივს არ სცემს. იბრაჰიმოვიჩს კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზნად „ოქროს ბურთის“ მოპოვება ჰქონდა დასახული. ფრანგული ჟურნალის ჯილდო მსოფლიო  ფეხბურთში...

ჟორჟინიომ პარიზს ვერ გაუძლო
ჩანაწერი

ჟორჟინიომ პარიზს ვერ გაუძლო

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ ცოტა დარჩა. შესაბამისად ევროპული მიდი-მოდიც უფრო აქტუალური ხდება. ამბობენ, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმი, პსჟ-ის ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგაში იჯარის სახით დაბრუნდება, კერძოდ „არსენალში“ გადაბარგდება. ვეინალდუმზე დაფიქრება „არსენალს“ „ნიუკასლმა“ უკარნახა, რადგანაც „ჯორდებს“ „მეთოფეების“ ჩამშლელის მუჰამედ ელნენის წაყვანა გადაუწყვეტიათ. ელნენი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი რომელის დამატებასაც „ნიუკასლი“ ფიქრობს. მათი სამიზნე არიან ასევე ბორმუთელი...

მოდი ვნახოთ ენისეი
ჩანაწერი

მოდი ვნახოთ ენისეი

„ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ტურის დრო დადგა, მაგრამ ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ მეექვსე ტურში თავის მხოლოდ მეოთხე მატჩს ატარებს. თუმცა, ქართველი მორაგბეების შაბათის მეტოქე კრასნოიარსკის „ენისეი“ ზუსტად იგივე მდგომარეობაშია – მასაც ორი მატჩი აქვს გადადებული და თბილისში მხოლოდ მეოთხე თამაშს ჩაატარებს. ამავდროულად, საქართველო უკვე მერამდენედ მოევლინა ევროპულ რაგბს ზამთრის ერთგვარ თავშესაფრად – თუკი...

ახალი ოლე
ჩანაწერი

ახალი ოლე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ „ლივერპულის“ თავდამსხნელი დივოკ ორიჯი, მისი ყოფილი თანაგუნდელის ანალოგიური ვარიანტია – რასაც აკეთებდა ოლე გუნარ სულშერი ორიჯიც იგივეს იმეორებსო. შეგახსენებთ, ნორვეგიელს 91 გოლიდან 17 თამაშში შეცვლაზე შესულს აქვს გატანილი. ინგლისურად ამას უწოდებენ ,,super sub”-ს, ანუ სუპერშეცვლა, ჩვენებურად – ოქროს სათადარიგო. თამაშში ჩართვის შემდეგ გატანილი გოლებით, ოლემ „მანჩესტერს“ ბევრი...

ბარსელონას განტევების ვაცები
ჩანაწერი

ბარსელონას განტევების ვაცები

გთავაზობთ ესპანური გაზეთის AS-ის მოსაზრებას, რომელიც „ბარსელონაში“ შექმნილ მდგომარეობას, უფრო სწორედ კი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და ფრენკი დე იონგს ეხება. გაზეთს მიაჩნია, რომ გერმანელი და ჰოლანდიელი კატალონიის დედაქალაქში განტევების ვაცებად მოიაზრებიან და ჩემპიონთა ლიგაში განცდილი მარცხის გამო ჯოხს მათზე გადატეხენ. AS თემას აზოგადებს და წერს, რომ „ბარსას“ განტევების ვაცების პოვნა ახასიათებს. ბოლო წლების გახმაურებულ...

ვის უნდა მათხოვრული 140 ათასი კვირაში
ჩანაწერი

ვის უნდა მათხოვრული 140 ათასი კვირაში

ანტონიო რუდიგერი ზაფხულში შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდხელფასიანი მცველი გახდეს. ევროპულ კლუბთა ელიტა მას ამჟამინდელი ხელფასის გაოთხმაგებას(!) ჰპირდება. გერმანელი „ჩელსიში“ თომას ტუხელის  ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მაგრამ არავინ იცის გაგრძელდება თუ არა მისი თანამშრომლობა დასავლეთ ლონდონელებთან. კლუბსა და ფეხბურთელს შორის დღეს არსებულ ხელშეკრულებას ვადა ნახევარ წელიწადში გაუდის. შედეგად, ზაფხულში რუდიგერი თავისუფალი აგენტი გახდება და მის სანაცვლოდ...

სრული საგიჟეთი
ჩანაწერი

სრული საგიჟეთი

Covid 19-ის მიერ დარბეულ „ტოტენჰემ ჰოთსფურს“ ორი თამაში გადაუდეს და ახლა კოშმარული კალენდარი ელის. ჩრდილოლონდონელთა მწვრთნელს ანტონიო კონტეს სერიოზული მუშაობა მოუწევს გუნდს ეს პერიოდი კარგად რომ გაატარებინოს. ხუთშაბათ საღამოს „დეზებს“ კონფერენციათა ლიგის მატჩი გადაუდეს ფრანგულ „რენთან“. ამას პრემიერლიგაში „ბრაიტონთან“ საკვირაო შეხვედრის გაუქმებაც მოჰყვა. მაგრამ, ბედი „ტოტენჰემს“ როგორც ჩანს დასცინის. გეგონება მიზეზად კორონა არ ეყოფოდა, კონტეს...

მოვერცხლილი შოთა
ჩანაწერი

მოვერცხლილი შოთა

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა – ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში. ატაცში მიშველიძემ მხოლოდ კილოგრამი წააგო კორეელ შინ როკთან. არადა, პირველი მისვლა 126 კილოგრამზე რომ დაეფიქსირებინა, შესაძლოა, ოქროზეც ეფიქრა. ჩვენებურმა იგივე წონა მეორე მისვლაზე დასძლია, ხოლო მესამე მისვლით 131 კილოგრამი დააფიქსირა. მიშველიძემ აკვრა 150 კილოგრამით...

კიმიხი ნაკორონევს
ჩანაწერი

კიმიხი ნაკორონევს

მიუხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი წლის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს („მაინცთან“ 11 დეკემბერს, „შტუტგარტთან“ 14 დეკემბერს  და „ვოლფსბურგთან“ 17დეკემბერს) – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. „თავს კარგად ვგრძნობ. კოვიდმა გამიარა, მაგრამ ფილტვებში გარკვეული ტკივილები მაქვს და ვერ ვვარჯიშობ. იმედია, იანვრიდან სრული დატვირთვით დავიწყებ მზადებას“, – ციტირებს კიმიხის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური. შეგახსენებთ, რომ 26 წლის გერმანერლს კორონავირუსი ნოემბრის...

აუცრელი ფეხბურთელების საყურადღებოდ!
ჩანაწერი

აუცრელი ფეხბურთელების საყურადღებოდ!

ბრიტანეთს covid 19-ის ახალი შტამი „ომიკრონი“ უტევს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ადრე თუ გვიან აუცრელ ფეხბურთელებს თამაშს აუკრძალავენ. ჯერჯერობით, მთავრობამ კოვიდის საწინააღმდეგო B გეგმა აამუშავა. ამ გეგმის თანახმად შემდეგი ოთხშაბათიდან, სტადიონებზე მხოლოდ იმ გულშემატკივარს შეუშვებენ, ვინც აცრის პასპორტს წარადგენს. გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ ამბობენ, რომ მზადდება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც თუ ფეხბურთელი ორჯერ არ...