საქართველოს თასი საბურთალოზე წავიდა. თბილისელებმა, ქუთაისში, წყალტუბოს „სამგურალი“ 1:0 დაამარცხეს და ისტორიაში მეორედ აღმართეს დავით ყიფიანის სახელობის ქვეყნის თასი.
როგორც გადამწყვეტ მატჩებს შეეფერება, სანახაობრივად ვერც ქუთაისურმა ფინალმა ივარგა. ცხადია, დაძაბულობა იგრძნობოდა, ოღონდ სხვა არაფერი. მეტოქეები კარის უსაფრთხოებაზე მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე გოლის გატანაზე.
ხშირად, ასეთი მატჩებისას საერთო სურათი ერთი გოლის შემდეგ იცვლება, ოღონდ არა ქუთაისში. 65-ე წუთზე ნიკა მალის პასით იური ტაბატაძემ კი შეაგდო, მაგრამ რა… „სამგურალი“ ოდნავ გააქტიურდა, თუმც უმარილო შეტევებს მათთვის სახეირო არაფერი მოუტანია.
სათქმელია, რომ „სამგურალისთვის“ ეს სამიდან მესამე წაგებული ფინალი გამოდგა. წინა ორ ჯერზე მათ „ტორპედოსთან“ 1999 წელს და შარშან, „გაგრასთან“ დათმეს. „საბურთალომ“ კი ორიდან მეორე ფინალი მოიგო, ამჯერად ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
