„ბარსელონამ“ პამპლონაში „ოსასუნასთან“ 2:2 ითამაშა. კატალონიელთა ახალმა მწვრთნელმა და ძველმა ვარსკვლავმა ჩავიმ შეხვედრას ობიექტური შეფასება მისცა.
ფრე ის შედეგი არ იყო, რომელსაც „ბარსას“ თავკაცი ელოდა, მითუფრო რომ 30-ე წუთისთვის მისი გუნდი 2:1-ს იგებდა.
ჩავი: „ამ შეხვედრაში ერთი ქულა საკმარისი არ იყო. ჩვენ უარყოფით ციკლში ვართ და არაფერი გამოგვდის. ასეთი დინამიკის შეცვლა ყოველთვის ძნელია, მაგრამ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ. ბოლოს და ბოლოს სასურველი შედეგი აუცილებლად მოვა.
და ეს მალე უნდა მოხდეს. გარწმუნებთ, პრობლემა საქმისადმი დამოკიდებულებაში არ არის. პრობლემა საფეხბურთოა“.
ასაკის მიუხედავად პამპლონაში გუნდი ზურგით ნიკომ, გავიმ და აბდემ (მაროკოელი აბდესამად ეზალზული) ატარეს, რაშიც ჩავიმ დადებითიც დაინახა და უარყოფითიც.
„ის, რომ მთელ ტვირთს ყმაწვილები ათრევენ, რთული შესაფასებელია. ამაში ბევრი რამ დადებითია, მაგრამ არის უარყოფითიც, რადგან ასაკის გამო ისინი ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობენ.
რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ნაკლს. ჩვენს თამაშში ძალიან მნიშვნელოვანია მეტოქის ნახევარზე ბურთაობა და სახიფათო მომენტების შექმნა, რაც ვერ შევძელით. არადა, მთელი კვირა ამაზე ვმუშაობდით.
ერთი სიტყვით, გამოსასწორებელი ბევრი რამ გვაქვს. გვინდოდა ბურთი გვეკონტროლებინა და შეგვეტია, მაგრამ „ოსასუნამ“ მაღალი ჩაწოდებებით და სტანდარტული მდგომარეობებით თამაში წაგვართვა“.
დღეისათვის ბარსელონას 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 24 ქულა აქვს. გუნდი მე-8 ადგილზეა. ის ლიდერს „რეალს” 18 ქულით ჩამორჩება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი11/10/2026 | 07:53თითქმის იდეალური რე-სტარტი
აქეთურ-იქითური10/10/2026 | 09:18ზაბარნის ზამთარში გაყიდვას უპირებენ
მთავარი ამბავი10/10/2026 | 08:35ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!
აქეთურ-იქითური09/10/2026 | 08:25კვარა ლე მანთან სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?
