ნოემბრის ბოლოს „ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთის“ ტრადიციული დაჯილდოება მოაწყო. ფრანგული ჟურნალის მიერ გამოკითხულთა ვერსიით მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეშვიდედ გახდა არგენტინელი ლეო მესი, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მსოფლიოში ცნობილმა საფეხბურთო საქმოსანმა მინო რაიოლამ თქვა, რომ ამ გამოკითხვას პატივს არ სცემს.
იბრაჰიმოვიჩს კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზნად „ოქროს ბურთის“ მოპოვება ჰქონდა დასახული. ფრანგული ჟურნალის ჯილდო მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია და ის შვედს სანატრელად გახდომია. სწორედ ეს მიაჩნია რაიოლას დიდ უსამართლობად. გარდა ამისა, იტალიელი ამბობს, რომ არა მხოლოდ იბრაჰიმოვიჩი, არამედ პოლონელი რობერტ ლევანდოვსკიც უსამართლოდ დაიჩაგრა.
— „ოქროს ბურთი“? მე მას სერიოზულად არ ვუყურებ, — თქვა რაიოლამ, — ჩემი ღრმა რწმენით წლეულს ეს ჯილდო ლევანდოვსკის უნდა მოეგო. საერთოდ, „ოქროს ბურთი“ ზლატანსაც უნდა ჰქონდეს მოგებული. საქმე ის არის, რომ დემოკრატიული გამოკითხვის დროს, გამოკითხულები ხარისხს პირველ ადგილზე სულაც არ აყენებენ. მთავარ როლს ემოცია და გრძნობა თამაშობს. რესპონდენტები ხელმძღვანელობენ იმით, ვინ მოსწონთ და ვინ არა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 40 წლისაა, მაგრამ „მილანში“ კიდევ ერთ წელიწადს აპირებს დარჩენას. თუ შვედეთის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას მოახერხებს, მაშინ ზლატანმა შეიძლება მორიგ მუნდიალზეც ითამაშოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
სიახლეები11/07/2026 | 09:05კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
მთავარი ამბავი11/07/2026 | 07:54მთავარი ესპანელი
