Breaking News

Day: December 5, 2021

გიორგი ნოზაძე გარდაიცვალა

გიორგი ნოზაძე გარდაიცვალა. ალალი, წესიერი ქართველი კაცი, ძირძველი სარბიელელი და ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი. ბოლო დროს თავად ჯანმრთელობა შერყეულს, მთავარ საზრუნავად სხვათა მოვლა-გაფრთხილება ჰქონდა. გამორჩეულად კარგი ადამიანური თვისებების და ხარისხიანი იუმორის წყალობით, ყოველთვის ახერხებდა თავის გარშემო პოზიტიური, იმედიანი განწყობის შექმნას. გიორგი,ძალიან შრომისმოყვარე, თავის საქმის პროფესიონალი და ამ საქმეში უღალატო იყო. სარბიელელები ვუსამძიმრებთ გიორგი ნოზაძის…

Read more

ბოლოს იყო კუბო

„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ სენსაცია მოხდა: „ატლეტიკოსა“ და „მალიორკას“ თამაშის ბოლოწამს, მსაჯის წამატებულ წუთებში (91-ზე) ტაკეფუსა კუბომ გოლი შეაგდო და სტუმრებს 2:1 მოაგებინა. ანგარიში მატეუს კუნიამ 68-ე წუთზე გახსნა. ეს ამბავი ჩვეულებრივი ლოგიკის ფარგლებში ზედმიწევნით ზუსტად ჯდებოდა — დიეგო სიმეონეს გუნდი, როგორც უნდა ყოფილიყო, მორიგი სამი ქულის ჩასაწერად ამზადებდა ნიადაგს. მაგრამ მე-80 წუთზე ფრანკო რუსომ ანგარიში გაათანაბრა,…

Read more

რეალობა: იოვიჩის გოლი, იოვიჩის პასი

„ანოეტაზე“ „სოსიედადთან“ 2:0 მოგება „რეალისთვის“ ცხრილში 8 ქულით დაწინაურებას ნიშნავდა. გოლები ვინისიუს ჟუნიორმა და ლუკა იოვიჩმა გაიტანეს. „თეთრების“ სიხარული „მალიორკასთან“ „ატლეტიკოს“ მოულოდნელმა წაგებამ (1:2) გააორმაგა. მეორე ადგილზე მოექცა „სევილია“, რომელმაც „ვილიარეალს“ 1:0 მოუგო. იოვიჩმა გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, ვინისიუსს მახვილგონივრული საგოლე პასიც გადააწოდა. საინტერესოა, რომ ეს იყო „რეალის“ მაისურით მისი პირველი წარმატება 2020 წლის…

Read more

ჩავის პირველი წაგება

„ბარსელონამ“ ახალი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით პირველი თამაში წააგო. „ბლაუგრანამ“ ეს მარცხი შინ, „კამპ ნოუზე“, „რეალ ბეტისისგან“ იწვნია. შეხვედრის ერთადერთი გოლი ხუანმიმ გაიტანა. ეს გახლდათ ხუანმის მე-11 გოლი ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 16 მატჩში. ამ შეხვედრაში ხუანმიმ უფრო ადრე, 79-ე წუთზეც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, თამაშგარე მდგომარეობა არისო. „კამპ ნოუზე“ გამარჯვებამ „ბეტისი“ დროებით მესამე ადგილზე აღაზევა….

Read more

რანგნიკი — კლოპის აგენტი და ტუხელის მენტორი

რალფ რანგნიკი მანჩესტერში ჩავიდა როგორც მესია, რომელიც კლუბს ძველ დიდებას დაუბრუნებს და… საძულველი „ლივერპულისა“ და მისი მწვრთნელის იურგენ კლოპის უპირატესობას გააცამტვერებს. არადა, ძლიერი გუნდი რომ ჰყავთ, მერსისაიდელები თურმე სწორედ მის მადლიერები უნდა იყვნენ. ოცი წლის წინ რანგნიკის ბრძნულმა რჩევამ დააყენა კლოპი სწორ გზაზე, რამაც საბოლოოდ „ენფილდზე“ და ტრიუმფთან მიიყვანა. 2001 წელს, „იუნაიტედის“ ახლანდელი შეფი გერმანიის…

Read more