„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რალფ რანგნიკთან თანამშრომლობა დაადასტურა. გერმანელი სპეციალისტს დიდხნიანი კონტრაქტი არ აქვს – მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად, მინიმუმ, სეზონის ბოლომდე დაინიშნა. თუმცა, როგორც ინგლისური მედია წერს, შეთანხმებულია ისიც, რომ სამწვრთნელო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, რალფი მანჩესტერში კონსულტანტი იქნება.
მოსალოდნელია, რომ მაიკლ კერიკი და „იუნაიტედის“ სხვა მწვრთნელები კლუბში დარჩებიან და რანგნიკის შტაბში შევლენ.
63 წლის რალფი სამწვრთნელო საქმიანობით 1983 წლიდან არის დაკავებული და თავის დროზე მუშაობდა „შტუტგარტში“, შალკეში“, „ლაიფციგში“, „ჰოფენჰაიმში“, „ულმში“… „მანჩესტერამდე“ კი მოსკოვის „ლოკომოტივის“ სპორტული დირექტორი გახლდათ. „მანჩესტერი“ მისთვის პირველი უცხოური კლუბი იქნება, სადაც მწვრთნელად იმუშავებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
