შარშან, გოგონათა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გააღწია და ამით ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორია დაწერა. თუმცა, ეს ზღაპარი ჩვენი ფეხბურთისთვის ხანმოკლე აღმოჩნდა.
ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირზე საქართველო წლეულს თბილისის „ნიკეთი“ წარსდგა, რომელიც ნიდერლანდურ „ტვენტესთან“ 0:9 შერცხვა.
„ტვენტე“ უდავოდ ამ წყვილის ფავორიტი იყო, მაგრამ „ნიკეს“ ბრძოლაც კი არ გაუმართავს და არც რამეთი დაუმახსოვრებია თავი.
მატჩის შემდეგ, თითქმის ყველა სტატისტიკური მონაცემის გასწვრივ, ნული წერია: „ნიკეს“ არ დაურტყამს არც კარში და არც კარის მიმართულებით, არ მოუწოდებია კუთხური, ბურთის ფლობა მეტოქეს 82% ჰქონდა, ხოლო მათი შეტევების ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, ალბათ დიდხანს ვერ მოვრჩებით.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
